×
არქი ბათუმი

მშენებლობა სრულდება 2017 წლის დეკემბერში.

ბინები: 40.6კვ-დან

+995 32 2 602 602
ყიფშიძის ქ. #15
http://archi.ge
info@archi.ge
პროექტის დეტალური აღწერა
ფოტო გალერეა
ამ კომპანიის სხვა პროექტები

არქი ბათუმი

არქი ბათუმის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტი გამორჩეულია ბათუმში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლებისგან, თანამედროვე და ამავდროულად ქალაქზე მორგებული არქიტექტურით, ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალებითა და რაც მთავარია მყიდველზე მორგებული გეგმარებით. არქი ბათუმის მშენებლობაში გამოიყენება მაღალი ხარისხის გერმანული Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკები, რომლის თბოსაიზოლაციო თვისებები 40%-ით ამცირებს ენერგიის ხარჯვას, რაც მესაკუთრეს საშუალებას აძლევს გაუფრთხილდეს გარემოს და დაზოგოს თანხა ბინის გათბობასა და გაგრილებაზე.

ინფრასტრუქტურა

არქი ბათუმის ინფრასტრუქტურა ზედმიწევნით კარგად ითვალისწინებს ულამაზესი ქალაქის საჭიროებებსა და სტანდარტებს, შედეგად პროექტიც მაქსიმალურად დახვეწილი და ფუნქციურია. ზღვის ქალაქში განთავსებული პროექტის საერთო ფართი 5254კვ.მ–ს შეადგენს და 12 სართულიან საცხოვრებელ სახლში სულ 60 ბინა განთავსდება. პროექტის გეგმარებები მორგებულია ძველი და ახალი ბათუმის მოთხოვნებზე, შესაბამისად ბინები მომხმარებლის სურვილების სრული გათვალისწინებით იქნება შექმნილი.

მდებარეობა

პროექტის განხორციელებისთვის შეირჩა საუკეთესო ლოკაცია. 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმში საკმაოდ მოსახერხებელ ადგილზე - ვახტანგ გორგასლის 76 ნომერში მდებარეობს, საიდანაც ფეხით მხოლოდ 10 წუთის სავალ გზაზეა ზღვა, რამდენიმე წუთის სავალზე ბათუმის უმშვენიერესი ბულვარი, ძველი ბათუმი კი სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯის მანძილზე. შედეგად ვთლით, რომ არქი ბათუმი, ნამდვილი ბათუმის, გამორჩეული და ამავდროულად ჰარმონიული ნაწილი გახდება.


დატოვეთ კომენტარი