×
ოპტიმა ისანი

კომპლექსის მშენებლობა დასრულდა 2016 წლის ივლისში და შესახლებულია.

კომპლექსში დარჩენილია მხოლოდ 80 და 100კვ.მ.-იანი ბინები.

ფასი: 2043ლარი-დან

(032) 2 444 111
ილია ჭავჭავაძის გამზირი, N29
http://m2.ge
info@m2.ge
პროექტის დეტალური აღწერა
ფოტო გალერეა
ამ კომპანიის სხვა პროექტები

ოპტიმა ისანი

დეველოპერული კომპანია m2 წარმოგიდგენთ პროდუქტების ახალ ხაზს ოპტიმა და გთავაზობთ პირველ, ენერგოეფექტურ პროექტს 

ოპტიმა ისანი. 

ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, თქვენ იძენთ თქვენთვის საჭირო ზომის ბინას ნაკლებ ფასად. 

გარემონტებული ბინის შეძენით კი, თქვენ ზოგავთ დროს, ფულს და ენერგიას. 

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, ისანში, მოსკოვის გამზ. 14ა -ში განთავსდება. 

 

მდებარეობის მთავარი უპირატესობებია: 

•  სიახლოვე ქალაქის ძირითად სატრანსპორტო ხაზებთან

•  სიახლოვე ქალაქის ცენტრთან

•  საცობებისგან თავისუფალი მოძრაობა, შესაბამისად, უკეთესი ეკოლოგიური გარემო

•  კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა

 

სხვადასხვა ობიექტებამდე მისასვლელად საჭირო დრო (ტრანსპორტით მოძრაობის შემთხვევაში):

თავისუფლების მოედნამდე - 10 წუთი

მეტრო სამგორამდე - 3 წუთი

მეტრო ვარკეთილამდე - 3 წუთი

ნავთლუღის ავტოსადგურამდე - 5 წუთი

კახეთის გზატკეცილამდე -2 წუთი

 

კომპლექსი 5.237 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება. 2 დამოუკიდებლად მდგომი კორპუსი 238 ბინას მოიცავს. 

პირველი კორპუსი 20-სართულიანია, ხოლო მეორე 10-სართულიანი. ქუჩის მხრიდან კომერციული ფართები განთავსდება. 

 

პროექტის უპირატესობები:

23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა და ენერგოეფექტური განათება

უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების 23%-მდე დანაზოგს

კეთილმოწყობილი, მყუდრო ეზო - საბავშვო და სპორტული მოედნებით და ავტოსადგომებით

კომპლექსის მოვლის მომსახურება:

•  24-საათიანი დაცვა

•  სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავება

•  გამწვანების მოვლა

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარები ჰოლებში. 

 

ბინაში თქვენ დაგხვდებათ ყველაფერი თქვენი კომფორტისთვის:

  • კერამოგრანიტით მოპირკეთებული სადარბაზო;
  • რკინის მთავარი შესასვლელი კარი;
  • გარე კარ-ფანჯარა ორმაგი მინა-პაკეტით;
  • გათბობის ინდივიდუალური სისტემა;
  • შეღებილი კედლები
  • ლამინირებული ხის შიდა კარები;
  • გალესილი ჭერი;
  • ლამინატის იატაკი;
  • სანტექნიკური კომპლექტი;
  • ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის ხაზები.

კომპლექსის მშენებლობა დასრულდა 2016 წლის ივლისში და შესახლებულია.


დატოვეთ კომენტარი