×
შენი სახლი ჯიქიაზე

საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილი იქნება სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით; გამწვანებული ტერიტორია, კეთილმოწყობილი ეზო, შიდა საფეხმავლო ბილიკები, ბავშვების გასართობი, სავარჯიშო და დასასვენებელი ზონა. სტადიონი, აუზი.

591 90 90 70
ანა პოლიტკოვსკაიას 1
http://jikiahouse.ge
JIQIAHOUSE@GMAIL.COM
პროექტის დეტალური აღწერა
ფოტო გალერეა
ამ კომპანიის სხვა პროექტები

მშენებლობის პროცესი

თითოეული სახლის მშენებლობა მიმდინარეობს 180 დღის განმავლობაში.
მშენებლობის დაწყებიდან 60  დღეში  სრულდება შავი კარკასის მშენებლობა;
მშენებლობის დაწყებიდან 80 დღეში სრულდება სახლის  ფასადის მოპირკეთება აგურით და გადახურვის სამუშაოები;
მშენებლობის დაწყებიდან 120 დღეში სრულდება გაყიდულ ბინებში თეთრი  სრული კარკასის სამუშაოები, სადარბაზოს მოპირკეთება და ლიფტის მონტაჟი;
მშენებლობის დაწყებიდან 180-ე დღეს სრულდება სახლის ექსპლუატაციაში  მიღების პროცედურა;

 

გარემო

რეკრეაციული ზონა, ბავშვების გასართობი სივრცე, გამწვანებული და კეთილმოწყობილი ტერიტორია -ეს ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტია. ვცდილობთ, რომ ჩვენს კომპლექსში მაცხოვრებლებს საცხოვრებლად საუკეთესო და ჯანსაღი გარემო შეუქმნათ.

 

საბავშვო სივრცე

კომპლექსში ,,შენი სახლი ჯიქიაზე” კეთილმოწყობილია  სამი დამოუკიდებელი   გასართობი და დასასვენებელი სივრცე ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ადგილი სადაც ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ, ივარჯიშონ და განიტვირთონ თავისუფალ დროს.

 

დასრულებული სახლები

კომპლექსში ,,შენი სახლი ჯიქიაზე” უკვე აშენებულია 12 საცხოვრებელი სახლი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს კომპლექსში 500-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს, შევუქმნათ საცხოვრებლად საუკეთესო გარემო.


დატოვეთ კომენტარი