×
m2 იპოდრომთან 2

m² იპოდრომთან 2 საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე 10 ნომერში აშენდება, ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საცხოვრებელი კომპლექსის m² იპოდრომთან გვერდით. ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სრულად გარემონტებულ 801 ბინას მოიცავს, გასაყიდი ბინების ფართობი 50 კვ.მ-დან 170 კვ.მ-მდე მერყეობს, შესაბამისად, სასურველი ბინის შერჩევას ნებისმიერი გემოვნებისა და საჭიროების მქონე ადამიანი შეძლებს.

(032) 2 444 111
ილია ჭავჭავაძის გამზირი, N29
http://m2.ge
info@m2.ge
პროექტის დეტალური აღწერა
ფოტო გალერეა
ამ კომპანიის სხვა პროექტები

m2 იპოდრომთან 2

m2-ის ახალი  საცხოვრებელი კომპლექსი არსებული კომპლექსის, m² იპოდრომთან გვერდით, გ. კარტოზიას 10 ნომერში შენდება.

კომპლექსი 3 კორპუსისაგან შედგება და 801 ბინას აერთიანებს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტი იქნება.

კომპლექსში განთავსებული იქნება 2-სართულიანი თანამედროვე საბავშვო ბაღის შენობა. ასევე, პირველ და მეორე კორპუსებს შორის, მოეწყობა სპორტული მოედანი და გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები.

 

პროექტის უპირატესობები: 

უნიკალური მდებარეობა - ქალაქის ცენტრში, მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა.

კომფორტი და უსაფრთხოება - 24-საათიანი დაცვის სამსახური, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოების დასუფთავება, გამწვანების მოვლა. 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე, ხანძარმედეგი კარები ჰოლებში. 

23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა, ენერგოეფექტური განათება.

ბინები დასრულებული რემონტით 50 კვ.მ.-დან. 

 

გარემონტებულ ბინაში თქვენ დაგხვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. 

კომპლექსი ბარდება 2018 წლის ოქტომბერში დასრულებული რემონტით. 


დატოვეთ კომენტარი