წარმატებული ბიზნეს-იდეის ტოპ-10 მახასიათებელი

image

1. შემქმნელი ბოლომდე შეპყრობილია იდეით
თუ თქვენ იდეაზე მხოლოდ იმიტომ მუშაობთ, რომ შემოსავლის მიღება გინდათ, მაშინ სჯობს გაჩერდეთ. ფული მშვენიერი მამოტივირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თითქმის ყველას უწევს მეწარმეობის შავი ზოლის გავლა.  იდეისადმი თქვენი სიყვარულის განსაზღვრისთვის, საკუთარ თავს ჰკითხეთ: შეიგძლიათ წარმოდიგინოთ ამ იდეაზე მომუშავე საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ? 
2. იდეა მარტივია 
დიდი იდეა იზრდება და თავიდანვე ასეთი არ ჩდნება. ჩვენი დროის ყველა წარმატებული კომპანია დაიწყო რაღაც მცირედით, უბრალოთი (მაგალითად, Google დაიწყო საბიბლიოთეკო წიგნების მოწესრიგებით). 
3. იდეა მარტივად გასაგებია
როცა მეწარმე საკუთარ ბიზნესს იწყებს, ნახევარ დროს ანდომებს იმის ახსნას, თუ რითია დაკავებული. თუ სტარტაპს არ შეუძლია 10 სიტყვაში პროექტის არსის ახსნა, წარმატების შანსები ნაკლებია. სჯობს სამქის კეთება დაიწყოთ ერთი საკითხის, ერთი პრობლემის გადაწყვეტით.  
4. სახსრების ერთი წყარო 
სტარტაპი საკმაოდ წარმატებული უნდა იყოს, რომ ერთი მსხვილი დაფინანსების წყარო მოიძებნოს, რომ აღარაფერი ვთქვათ სამზე და ოთხზე. ამიტომ, საჭიროა რაიმე ერთზე ფოკუსირება და მთელი ძალ-ღონის დახარჯვა მის განვითარებაზე. 
5. რამოდენიმე ნაბიჯი შემოსავლის მიღებამდე 
რაც უფრო მეტ ნაბიჯს დაგეგმავთ შემოსავლის მიღებამდე, მით უფრო მეტი ადამიანი უნდა დაგეხმაროთ იმაში, რომ ბიზნესი მყარი გახდეს. როგორც არ უნდა იყოს, შემოსავლის ნახვამდე წარმატებული ბიზნესის გზა მოკლეა. 
6. საკუთარი კლიენტების განსაკუთრებულობის ცოდნა 
თავიდან საჭიროა მომხმარებლის ტიპის დეტალურად შესწავლა, ვისაც თქვენი პროდუქტი სჭირდება. გარდა ამისა, არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე უკეთ გეცოდინებათ! გაიხსენეთ რამდენი წარმატებული პროექტი შეიქმნა იმის გამო, რომ შემქმნელებს საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება სურდათ. 
7. ბაზრის ცოდნა 
როგორ შეიძლება ტენდენციების ცოდნა და ბაზრის განჭვრეტა, თუ არ ხარ ექსპერტი კონკრეტულ სფეროში? თუ ჯერ კიდევ არ ხართ ექსპერტი, ახლა სწორედ ის დროა, რომ გახდეთ. 
8. საკმაოდ მოცულობითი ბაზარი 
ნებისმიერი ბაზარი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 10 მლნ მომხმარებელს, რთული დასაკავებელი იქნება - ის არ ღირს იმად, რომ მასზე დრო დახარჯოთ. პატარა ბაზარზე გამარჯვება ძალიან რთულია - საჭიროა უფრო მასშტაბურად ფიქრი. 
9. ორიგინალური საიდუმლო ინგრედიენტი 
რაიმე უნიკალურს აკეთებთ? იმაზე უკეთეს რამეს აკეთებთ, რასაც სხვები? იცით რაიმე საიდუმლო, რაც სხვებმა არ იციან? 
10. გაუზიარეთ თქვენი იდეა
ალბათ ნაკლებად მოიძებნება ისეთი ვინმე, ვინც ფიქორობს, რომ ყველაფერი დატოვოს თქვენი იდეის განხორციელებისთვის. მიიღეთ უკუკავშირი რაც შეიძლება მეტი ადამიანისგან - ნუ შეგეშინდებათ იდეის გაზიარების.  

დატოვე კომენტარი