ამას სასწავლებლებში არ ასწავლიან: ბილ გეიტსის 11 წესი

image

მილიარდერის ამ წესების მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანი არ იყოს რეალობას მოწყვეტილი. 
წესი 1: ცხოვრება უსამართლოა – შეეგუეთ ამას.
წესი 2:  საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს თქვენი თვითშეფასება, მას მიღწევები სჭირდება.
წესი 3: თქვენ სკოლის დამთავრებისთანავე ვერ შეძლებთ დიდი ფულის გამომუშავებას. ვერც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ვერ გახდებით მანამ, სანამ არ დაიწყებთ ფულის გამომუშავებას ერთისთვისაც და მეორესთვისაც. 
წესი 4: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მასწავლებელი მკაცრად გექცევათ გაითვალისწინეთ - უფროსი რომ გეყოლებათ, ეს მონაგონი იქნება. 
წესი 5: ჰამბურგერების მომზადება არ შეგეფერებათ? თქვენი ბებია-ბაბუები სხვაგვარად თვლიდნენ. მათთვის ეს ცხოვრებისთვის ხელის ჩაჭიდების საშუალება იყო.
წესი 6: თუ რამე არ გამოგივიდათ, ეს მშობლების ბრალი არ არის, ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. 
წესი 7: მშობლები ყოველთვის ასეთი მოსაწყენები არ იყვნენ, როგორიც ახლა გეჩვენებათ. იქნებ თქვენზე ზრუნვამ გახადა ასეთები? ამიტომ, სანამ მათ კრიტიკას დაიწყებთ, ჯერ საკუთარი თავი გააკრიტიკეთ.
წესი 8: შესაძლოა სკოლაში თქვენ ხშირად გეძლევათ საშუალება გამოცდები იმდენჯერ ჩააბაროთ, რამდენჯერაც ეს საჭიროა კლასიდან-კლასში გადასასვლელად. ცხოვრებაში ყველაფერი სრულიად სხვანაირად ხდება.  
წესი 9: ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად. არ გექნებათ საზაფხულო არდადეგები და თქვენი დამსაქმებელი არ დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში. ამის გაკეთება თავად მოგიწევთ. 
წესი 10: ტელევიზორში არ აჩვენებენ ნამდვილ ცხოვრებას. რეალურ ცხოვრებაში არ გამოვა მთელი დღე კაფეში ჯდომა და მეგობრებთან ერთად გართობა. 
წესი 11: უფრო თავაზიანი იყავით «ბოტანიკოსებთან». ერთ-ერთი მათგანი შეიძლება თქვენი უფროსი გახდეს, როცა სკოლას დაამთავრებთ. 

დატოვე კომენტარი