როგორ შევათავსოთ სამსახური და ბიზნესი?

image

ჩვენ ვცხოვრობთ არაპროგნოზირებად დროში, ჩვენს გარშემო მუდმივად რაღაც ხდება. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა საკუთარი ცხოვრების ორგანიზება ისე მოვახდინოთ, რომ გამომუშავებული ფულის რაოდენობა მინიმალურად იყოს დამოკიდებული გარე ფაქტორებისა და სიტუაციის ზემოქმედებაზე. 

ამის რეცეპტი მარტივი და ბანალურია. პირადი ფინანსების სფეროში უნდა ვიმოქმედოთ ორი მიმართულებით: 
1) მუდმივად გავზარდოთ შემოსავალი; 
2) მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია.

რჩევა თუ სამსახურის და ბიზნესის შეთავსებას აპირებთ:

1. მიეცით საკუთარ თავს ბიზნესისა და სამსახურის შეთავსებიც მცდელობის საშუალება; 
2. გაარკვიეთ, სამსახურის შემდეგ, ან პარალელურად რამდენი დროის დათმობას შეძლებთ ბიზნესისთვის; 
3. დაიწყეთ ქმედება და ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად; 
4. გამონახეთ დრო ახალი უნარების შესაძენად, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ; 
5. მოახერხეთ საკუთარი თავდაჯერებულობით კიდევ რამოდენიმე ადამიანის დარწმუნება. 

გაფრთხილება:

1. საჭიროა მოთმინების ქონა, რადგან სწრაფი რეზულტატი არ გექნებათ. თუმცა ესეც მოგვარებადია - დაიქირავეთ დამხმარეები, ისწავლეთ სხვისი ხელებით და ტვინით მუშაობა და ფულის შოვნა. 
2. მოიშორეთ ეჭვები! ყველაფერს შეძლებთ, თუ ეჭვი არ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. 
3. იპოვეთ თქვენი მოტივაცია და მიყევით საქმეს ბოლომდე!

დაიმახსოვრეთ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ დაიწყეთ და მიატოვეთ საქმე. ნუ უყურებთ და უსმენთ სხვებს. მათი აყოლა არ გარგიათ! თქვენ თქვენი გეგმა, მიზნები და მოტივაცია უნდა იქონიოთ! შეეჯიბრეთ მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ გუშინდელ დღეს იმისათვის, რომ დღევანდელი და ხვალინდელი დღე უკეთესი გქონდეთ! 

დატოვე კომენტარი