ფინანსური კრიზისი დააბიჯებს დედამიწაზე

image

განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ფინანსური ბაზრები ცუდ მდგომარეობაშია, მალე მათ ევროპა და აშშ-ც შეუერთდებათ. The Economic Collapse-ის ფინანსური ანალიტიკოსი და მთავარი რედაქტორი მაიკლ სნაიდერი არც თუ ისე დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს. მისი რჩევაა არ დაველოდოთ მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, რადგან ის უკვე დღეს ხდება. ბევრი ქვეყნის ფინანსური ბაზარი უკვე შეეჯახა ამ პრობლემას. ბოლო წლების მანძილზე აზიის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნებმა აიღეს იაფი კრედიტები, რომლებიც დენომინირებული იყო აშშ დოლარებში და დოლარის გამყარებამ ამ კრედიტების მომსახურება ძალიან გააძვირა. ამავდროულად ფასებმა ნედლეულზე ძალიან დაიწია.  
ასეთი ორმაგი საკრედიტო დარტყმა ლათიონამერიკამ უკვე გადაიტანა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში.
განვითარებადი ქვეყნების ვალუტა გაუფასურდა, ეკონომიკაში დაიწყო რეცესია, ხოლო საფონდო ბაზრები ჩამოიშალა. 
ქვემოთ მოყვანილია 23 ქვეყანა, სადაც ფინანსური კრიზისი უკვე მოხდა:
მალაიზია
ბრაზილია
ეგვიპტე
ჩინეთი
ინდონეზია
სამხრეთ კორეა
თურქეთი
ჩილე
კოლუმბია
პერუ
ბულგარეთი
საბერძნეთი
პოლონეთი
სერბეთი
სლოვენია
უკრაინა
განა
კენია
მაროკო
ნიგერია
სინგაპური
ტაივანი
ტაილანდი
და ეს მხოლოდ დასაწყისია. დასავლური სამყაროც ძალიან მალე იგრძნობს კრიზისს. Telegraph-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Doomsday clock for global market crash strikes one minute to midnight as central banks lose control“ (გლობალური საბირჟო კრახი შუაღამემდე ერთი წუთით ადრე: განკითხვის დღის საათები წამებს ითვლიან). Telegraph — ეს არამარტო ერთ-ერთი პოპულარული გაზეთია ბრიტანეთში, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანიც მსოფლიოში. ამიტომ, მასში გამოქვეყნებული სტატია ბევრს ნიშნავს. აი რა წერია ამ სტატიაში: როცა შვიდი წლის წინ მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა იფეთქა, ცენტრალური ბანკები გამოვიდნენ ბოლო ინსტანციის კრედიტორების როლში. კერძო სექტორის გამოუსადეგარი კრედიტები გადავიდა სახელმწიფოს ბალანსზე, ხოლო დიდი რაოდენობით დაბეჭდილმა ფულმა მსოფლიოს ეკონომიკას ფეხზე წამოდგომის საშუალება მისცა. 
დღეისათვის ამ საკითხის მოსაგვარებელი დრო იწურება. ჩინეთიდან ბრაზილიამდე ბანკებმა დაკარგეს კონტროლი სიტუაციაზე სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკამ წაიბორძიკა. ფინანსური ბაზრების ჩამოშლა მხოლოდ დროის ამბავია. 
ალბათ ხვდებით, როცა მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთი ეკონომიკური კრახის შესახებ ბლოგს ემსგავსება, თამაშის დასასრული ახლოს უნდა იყოს. სხვა მსხვილი გამოცემებიც განგაშს წევენ გარდაუვალი მსოფლიო ფინანსური კრიზისის შესახებ. ცოტა ხნის წინ, შვეიცარიაში Matterhorn Asset Management-ის დამფუძნებელმა - ეგონ ფონ გრეირცმა, King World News-თან ინტერვიუში განაცხადა: «მე ვშიშობ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში მსოფლიო ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებზე ჯოჯოხეთი დაიწყება. ფუნდამენტური და ტექნიკური ინდიკატორები დიდ ბიძგებს განიცდიან ამ შემოდგომით. მსოფლიო ფინანსური სისტემის გადარჩენის ყველა საშუალება ბანკებს უკვე ამოწურული აქვთ. ფული დიდი მოცულობით დაიბეჭდება, მაგრამ ეს სიტუაციას ვერ უშველის. მსოფლიო დადგება დიდი შიშის წინაშე, რომელიც მანამდე არასოდეს გამოუცდია».
ამ ინტერვიუების ფონზე უნდა გავიხსენოთ ბირჟებზე მიმდინარე მოვლენები 1929, 1987, 2001 და 2008 წლებში.
ივლისში ამერიკული ფონდებიდან პირდაპირი ინვესტიციების გადინებამ 20,4 მლრდ დოლარი შეადგინა. ბოლო 12 თვის მანძილზე ინვესტორებმა საერთო ჯამში გაიტანეს 158,6 მლრდ აშშ დოლარი.
მსოფლიო ფინანსური კრიზისი უკვე დაწყებულია. ამიტომ ისინი, ვინც ამტკიცებდნენ, რომ 2015 წელი მშვიდი იქნებოდა - გამტყუნდნენ. უახლოეს თვეებში ნათელი გახდება, თუ რამდენად დრამატულია სიტუაცია. 

დატოვე კომენტარი