უბედური შემთხვევის დაზღვევა

image

უბედური შემთხვევის დაზღვევა რა თქმა უნდა ვერ დაგვიცავს გაუთვალისწინებელი სიტუაციისგან, ტკივილისა და ტრავმისგან, მაგრამ დაგვეხმარება ეფექტურად გავუმკლავდეთ მათ შედეგებს. ეს დამოკიდებულია სადაზღვევო პოლისის ტიპზე. 
ვისი დაცვა ან როდის შეიძლება ასეთი დაზღვევით?

უბედური შემთხვევის დაზღვევა შეეფერება შემდეგ სიტუაციებს:
• საზღვარგარეთ გამგზავრებისას;
• იპოთეკის გაფომებისას;
• სპორტსმენებისთვის.

სადაზღვევო პრემიის ოდენობა დამოკიდებულია დაფარვის თანხაზე, ასევე მიღებულ დაზიანებებზე. 
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფარვა ხშირ შემთხვევაში 100%-იანია. დანარჩენი ნაწილი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ იფარება იმის მიხედვით, თუ რომელი პაკეტი გაქვთ შერჩეული და რა დაფარვას ითვალისწინებს ის კონკრეტულ ვითარებაში - ეს საკითხები დაზღვევის გაფორმებისას გახდება ცნობილი, როცა სადაზღვევო აგენტთან გექნებათ ურთიერთობა. 
უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის გასაფორმებლად საჭიროა შესაფერისი პროგრამისა და სადაზღვევო კომპანიის შერჩევა, შემდეგ განაცხადის შევსება და პოლისი თქვენია. აღნიშნული მომსახურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხაც სხვადასხვაა, რაც ასევე დამოკიდებულია პოლისის ტიპზე და სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე. 
გაზრდილი კონკურენციის გამო, სადაზღვევო კომპანიები ინდივიდუალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კორპორატიულ, ისე ფიზიკურ კლიენტებს. 
დაზღვევა ნამდვილად საჭიროა, ამიტომ გაეცანით თქვენს ქალაქში მოქმედ სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებებს და მოაგვარეთ ეს საკითხი.

დატოვე კომენტარი