13 ნიშანი, რომელიც დაკავებულ ადამიანს გამოარჩევს პროდუქტიულისგან

image

ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ მუდმივად დაკავებულ ადამიანს მაღალი ეფექტურობა აქვს. თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. დაკავებულობა არ ნიშნავს პროდუქტიულობას, ხოლო პროდუქტიულობა არ ნიშნავს თავჩარგულ მუშაობას. 

წარმოგიდგენთ 13 ძირითად შეუთავსებლობას, ამ ორ გაგებას შორის, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად დასვათ პრიორიტეტები და გაარკვიოთ რისი გამოსწორებაა საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური და პროდუქტიული იყოთ.

1) დაკავებული ადამიანი თავს აჩვენებს ყველას, რომ საქმით არის დაკავებული და არ სცალია;
    პროდუქტიული ადამიანი მთელი გულისყურით აკეთებს საქმეს.

2) დაკავებულ ადამიანს აქვს ბევრი პრიორიტეტი;
    პროდუქტიულს აქვს რამოდენიმე - ოღონდ უმნიშვნელოვანესი.

3) დაკავებული ადამიანი სწრაფად პასუხობს „დიახ“;
   პროდუქტიული ადამიანი გულდასმით ფიქორბს პასუხზე.

4) დაკავებული ადამიანი მომართულია ქმედებაზე;
    პროდუქტიული ადამიანი მომართულია სწორ ქმედებაზე.

5) დაკავებულ ადამიანს ყველა „კარი“ ღია აქვს;
    პროდუქტიულს ყველა ჩაკეტილი.

6) დაკავებული ადამიანი ბევრს საუბრობს იმაზე, თუ როგორი დაკავებულია;
    პროდუქტიული ადამიანი მასზე საუბრის პრიორიტეტს შედეგებს უტოვებს.

7) დაკავებული ადამიანი მუდმივად საუბრობს რა ცოტა დრო აქვს;
    პროდუქტიული ადამიანი დროს ხარჯავს ყველაზე მნიშნველოვანზე.

8) დაკავებული ადამიანი ერთდროულად რამოდენიმე საქმეს აკეთებს;
    პროდუქტიული ადამიანი მომართულია ერთ კონკრეტულ საქმეზე.

9) დაკავებული ადამიანი მალევე პასუხობს შეტყობინებას;
    პროდუქტიული ადამიანი პასუხობს საჭირო მომენტში.

10) დაკავებულ ადამიანს უნდა, რომ სხვა ადამიანებიც იყვნენ დაკავებულები;
     პროდუქტიულ ადამიანს უნდა, რომ სხვა ადამიანები იყვნენ ეფექტურები.

11) დაკავებული ადამიანი ანიჭებს სიხარულს უფროსს;
      პროდუქტიული ადამიანი ანიჭებს სიხარულს კლიენტს.

12) დაკავებული ადამიანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვლება მალე;
      პროდუქტიული ადამიანი მუდვმივად იცვლება და ვითარდება.

13) დაკავებული ადამიანი აზრს ეკითხება ყველას;
      პროდუქტიული მოქმედებს.

დატოვე კომენტარი