პირველად ისტორიაში აზიაში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი მსოფლიოში

image

ამჟამად აზიაში ყველაზე მეტი მილიარდერია, ჩინეთი კი ლიდერობს, ნათქვამია ანგარიშში

პირველად ისტორიაში აზიაში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი მსოფლიოში. ჩინეთი ლიდერობს და წინ უსწრებს აშშ-ს, ნათქვამია UBS კაპიტალის მართვისა და PwC კერძო საბანკო მომსახურების ანგარიშში. ორი მილიარდერი იბადება ჩინეთში ყოველ კვირას, თანაც თითქმის ყველა ახალბედამ კაპიტალი თვითონ დააგროვა და არ მიიღო ის ოჯახისგან მემკვიდრეობით.

მაგრამ ჩინელ მილიარდერებს ყველაზე მეტად გამოყოფს საოცარი ტრაექტორია, რომლითაც მიდიან ახალი მდიდრები. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს მილიარდერები ბერდებიან, ჩინელები ამ კლასში საშუალოდ 55 წლის ასაკში ხვდებიან, ექვსი წლით ადრე, ვიდრე აშშ-ში და შვიდით, ვიდრე ევროპაში.

დოლარიანი მილიარდერების ლისტინგი

ჩინელების მიერ კაპიტალის დაგროვების ერთ-ერთი საშუალებაა - საფონდო ბაზარი. დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც სტარტაპების გასაჯაროვების დრო 10 წელიწადზე მეტია, აზიელი მეწარმეები ირჩევენ აქციების საჯაროდ განთავსებას გაცილებით ადრე, პირველადი საჯარო შემოთავაზებების წყალობით.

ფინანსირების მიღების სხვა მრავალი საშუალებით, ამერიკული სტარტაპები, განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში, უოლ-სტრიტს ჭირივით ერიდებიან. Uber, Airbnb, Pinterest და Dropbox გამორჩეული უნიკორნები არიან 10 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებული კაპიტალით, რომლებიც ჩრდილში ნელა და სტაბილურად იზრდებიან. პირიქით იქცევიან ჩინელი დამფუძნებლები, მიუხედავად აქციების ფასების პოტენციური ცვალებადობის, რომელიც თან ახლავს სტარტაპების გადამეტებულ ღირებულებას.

მოხვდება თუ არა კომპანია შანხაის ბირჟაზე, Nasdaq-ის მსგავს ChiNext-ზე, ან მიიღებს გადაწყვეტილებას, გადავიდეს ოკეანეს მიღმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, საჯარო ლისტინგი ჩინურ კომპანიებს სტატუსს აძლევს. UBS PwC-ის კვლევამ აჩვენა, რომ საფონდო ტიკერი აუმჯობესებს ბიზნესისა და ბრენდის აღქმას კლიენტებთან, მომწოდებლებსა და საკუთარი კომპანიის თანამშრომლებთანაც კი.

2016 წელს ჩინელ 568 მილიარდერთან დაკავშირებული კომპანიების 63% მოხვდა საჯარო ლისტინგში, შედარებით აშშ-ს 421 კომპანიის 37%-სა და ევროპის 256 კომპანიის 40%-თან. შეფასებით, თითქმის 600 ჩინური კომპანია ელოდება IPO-ს ოფიციალურ დამტკიცებას წინამდებარე სტატიის დაწერის მომენტში.

უძრავი ქონების მაგნატთა სიჭარბე

ტექნოლოგიური მაგნატების გარდა, ჩინური უძრავი ქონების ფასებმა და ინფრასტრუქტურის ხარჯებმა ასევე შეუწყო ხელი ახალი მდიდრების კაპიტალის დაგროვებას. წლის დასაწყისიდან ქვეყნის შვიდმა წამყვანმა დეველოპერმა თავისი სიმდიდრის კოლექტიურ წმინდა ღირებულებას შეჰმატა 44 მილიარდი დოლარი. მიუხედავად ხელისუფლების ძალისხმევისა გააგრილოს უძრავი ქონების მხურვალე ბაზარი კრედიტების სხვადასხვა შეკავებითა და ყიდვის შეზღუდვით, ფასები ისეთ ქალაქებში, როგორცაა შანხაი და შენჩჟენი, პირველ კვარტალში 60%-ზე მეტით გაიზარდა.

კერძოდ, სიუი ცზიაინმა, ჩინური Evergrande-ს დამფუძნებელმა, რომელიც დაიბადა სოფლის ოჯახში პროვინცია ჰენანში, დაინახა, თუ როგორ გაიზარდა მისი აქციები 272%-ით 2017 წელს. სიუი ახლა ეჯიბრება აზიის უმდიდრეს ადამიანებს - ჯეკ მას, ელექტრონული კომერციული გიგანტის Alibaba Group-ის ხელმძრვანელსა და პონი მას, ინტერნეტ-კონგლომერატის Tencent-ის ხელმძღვანელს.

უკანასკნელ თვეებში ჩინეთში უძრავ ქონებაში ინვესტიციების ზრდა ასევე უკავშირდება შენარჩუნებულ მოთხოვნას, რომელსაც დაკლების ნიშანი არ ეტყობა. თუმცა პრეზიდენტმა სი ცზინპინმა მე-19 პარტიულ ყრილობაზე თავისი აზრი ხმამაღლა გამოთქვა, რომ „სახლები განკუთვნილია ცხოვრებისთვის დაარა სპეკულაციისთვის“. და მაინც, ღატაკი, სიუს მსგავსად, უძრავი ქონების მდიდართა ისტორიებში, ზღვაში წვეთია.

ხარჯები კულტურულ საქმიანობაზე

იმ დროს, როდესაც კაპიტალი აგრძელებს შექმნას, კვლევა აჩვენებს, რომ აზიელი მილიარდერები ცდილობენ ახალი პიროვნებების გამოკვეთას კულტურული მემკვიდრეობის საშუალებით. ისინი სულ უფრო ხშირად ხელოვნებით ინტერესდებიან და დიდ ინვესტიციებს სპორტში ახორციელებენ. ამერიკელი მილიარდერები ჯერ კიდევ იკავებენ წამყვან პოზიციებს მსოფლიოში საუკეთესო კოლექციონერთა რანგში, მაგრამ ჩინელები უფრო აქტიურები გახდნენ, ხოლო კერძო მუზეუმების რიცხვი აზიაში აგრძელებს ზრდას უკანასკნელ ათწლეულში. ეს საქმიანობა პრესტიჟულია და, შეიძლება, მას ხელს უწყობს კეთილგანწყობილი საგადასახადო პროცედურები.

ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ჩინელი მილიარდერების შესახებ, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი თუმცა წინ არიან სიჩქარითა და რაოდენობით, ჩამორჩებიან მოცულობის მხრივ. საშუალო კაპიტალი, რომელსაც ფლობს მილიარდერი, შეადგენს 2,5 მილიარდ დოლარს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია აზიელ ანალოგებს შორის.

ბევრი ახალგაზრდა კაპიტალი ოდნავ აღემატება მილიარდი დოლარის ნიშნულს, რაც მათ უფრო მგრძნობიარეს ხდის პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების მიმართ.

დატოვე კომენტარი