რჩევები ფულის მოსაზიდად

image

- ვალი გაისტუმრეთ დილით და არა საღამოს. 
- ნუ დატოვებთ ცარიელ ბოთლს მაგიდაზე — უფულობა იცის. 
- ნუ დაჯდებით მაგიდაზე — გაღარიბდებით. 
- მაგიდაზე არ შეიძლება გასაღების, ქუდის დადება — ფული გავა სახლიდან. 
- ორშაბათს შუადღემდე იყიდეთ ნემსი და ოთხშაბათს ზედატანზე, გულმკერდთან გაიკეთეთ ძაფთან ერთად. 
- ფული მარცხენა ხელით აიღეთ და მარჯვენათი გაეცით. 
- მოერიდეთ ფულის გასესხებას ორშაბათობით — სულ ვალებში იქნებით. 
- ვინმეს ფული უნდა ესესხოთ წარმატებულ პერიოდში და დაუბრუნოთ შედარებით ზარალიან პერიოდში — ფული სულ გექნებათ. 
- ფულს საღამოს არ სესხულობენ, არც გაასესხებენ და არც ითვლიან.
 - ღამით ფული მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ დადეთ. ასე უფრო ხვავი ექნება. 
- არ აიღოთ დაბლიდან ხურდები, განსაკუთრებით თუ გზაჯვარედინზე გდია, რადგან წვრილ ფულზე ბევრი ავადმყოფობა გადააქვთ. 
- არ დაგაოთ სახლი სხვადასხვა ცოცხით. 
- საფულეში ფული იქონიეთ მოწესრიგებულად: ქაღალდის ფული კუპიურების მიხედვით დაალაგეთ და ცალკე ჩადეთ, ხურდები ცალკე. 
- სხვადასხვა სახის კუპიურას ერთად ნუ იქონიებთ (დოლარი, ლარი, ევრო). 
- გზაჯვარედინზე ნაპოვნი ფული არ აიღოთ. 
- ცოცხი ყოველთვის ტარით დაბლა დადეთ - ფული ყოველთვის გექნებათ.

დატოვე კომენტარი