ბიტკოინი იზრდება მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უდიდესმა ბირჟამ გამოაცხადა ფიუჩერსებზე თავისი გეგმების შესახებ

image

ბიტკოინი იზრდება მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უდიდესმა ბირჟამ გამოაცხადა ფიუჩერსებზე თავისი გეგმების შესახებ

ბიტკოინის მიმზიდველობა CME Group Inc.-თვის ძალიან დიდი იყო 

მსოფლიოს უდიდესი ბირჟის მფლობელმა უკუაქცია კურსი და განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის გეგმავს ბიტკოინის ფიუჩერსების შემოღებას, სულ რაღაც ერთ თვეში ასეთი გეგმის უარყოფის შემდეგ. ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა, რომელიც წელს გაიზარდა ექვსჯერ, ანონსის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.


                                                                                                                             

CME-ს მეზობელს ჩიკაგოში, როგორც ჩანს, დიდი წვლილი მიუძღვის ამ გადაწყვეტილებაში. ცოტა ხნით ადრე Cboe Global Markets Inc.-მა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ან 2018 წლის დასაწყისში ის აპირებს ბიტკოინის ფიუჩერსების კონტრაქტს და ელოდება სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის დადასტურებას. CME-ს კონტრაქტი გულისხმობს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას და გამოიყენებს დღიურ კურსს CME CF Bitcoin Reference Rate-ის თანახმად, რომელსაც მხარს უჭერენ ციფრული ბირჟები Bitstamp, GDAX, itBit და Kraken. ამ ჩამონათვალს გამოაკლდა Gemini, ერთ-ერთი მსხვილი ბირჟა, რომელმაც გარიგება დაამყარა Cboe-თან.

დერივატივების მოქმედ ბაზარს შეუძლია დაეხმაროს პროფესიონალ ტრეიდერებსა და ინვესტორებს, მიიღონ წვდომა საოცარ ცვალებადობასთან, რომელიც ბიტკოინს ახასიათებს, უცნობ ადგილებში ვაჭრობის აუცილებლობის გარეშე, რამაც შეიძლება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და „იცნობდე შენს კლიენტს“ წესები საფრთხის ქვეშ დააყენოს. ის ასევე ტრეიდერებს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინონ ციფრულ ვალუტაში საკუთარი ფულადი პოზიციების ჰეჯირება, რაც დღეისთვის საკმაოდ რთული გასაკეთებელია.

„როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი რეგულირებადი FX ბაზარი, CME Group წარმოადგენს ბუნებრივ სახლს ამ ახალი მექანიზმისთვის, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს გამჭვირვალობას, ფასების აღმოჩენასა და რისკების გადატანის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ტერენს დაფის, CME-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

ბიტკოინის ფიუჩერსების შექმნა წარმოადგენს საკვანძო ნაბიჯს ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის აქტივების გახსნაში, თქვა სპენსერ ბოგარტმა, სან-ფრანცისკოს ვენჩურული კაპიტალის ფირმის, Blockchain Capital-ის კვლევის ხელმძღვანელმა. Bitcoin Investment Trust, ამჟამად ერთადერთი მიმართულებაა ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ ბიტკოინის მხარდაჭერის მქონე ფასიან ქაღალდებს, ვაჭრობს წმინდა აქტივების ღირებულებაზე 30%-ზე მეტი ფასით. ტრასტი, ცნობილი როგორც GBTC, წარმოადგენს „ფიზიკურ“ ფონდს, რაც ნიშნავს, რომ ის თვითონ ფლობს ბიტკოინს.


                                                                                                                               

„ბიტკოინში ინსტიტუციონალური ფულის რაოდენობა ამჟამად ძალიან მცირეა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მექანიზმი არსებობს“, - თქვა ბოგარტმა. „თუ ბიტკოინის ფიუჩერსები არსებობს, შეიძლება იყოს ბიტკოინის ფიუჩერსების საბირჟო ფონდებიც“.

ბიტკოინების დერივატივების დევნაში ორივემ - CME და Cboe - წააგო სტარტაპთან. LedgerX-მა მოიპოვა CFTC-ის ნებართვა სვოპებისა და ოპციონების შემოთავაზებაზე და დაიწყო ვაჭრობა ამ თვის დასაწყისში. ამ დრომდე მოცულობა იყო პატარა. გუშინ LedgerX-ზე გაიცვალა 103 ბიტკოინის სვოპი, ცხრა ოპციონის კონტრაქტმა გამოიცვალა მფლობელი, ბირჟის მონაცემების თანახმად. LedgerX-ის ტრეიდინგი ხორციელდება ფიზიკურად და სთავაზობს დაფარვის კონტრაქტის მქონე ინვესტორებს ბიტკოინების უშუალო ფლობას.

არი პოლმა, Blocktower Capital-ის თანადამფუძნებელემა თქვა, რომ LedgerX ნელა მიიწევს მიზნისკენ. „DRW არის ბაზრის შემქმნელი“, - თქვა პოლმა. „იქ ძალიან დაბალი მოცულობაა, მილიონი დოლარი დღეში. მე ველოდები, რომ მათი მოცულობა უახლოეს მომავალში ძალიან გაიზრდება. ისინი ძალიან გონივრულად ფართოვდებიან“.

ბევრ მსურველ ინვესტორს ამჟამად არ შეუძლია ბიტკოინის ფლობა, რასაც შენახვა (მეურვეობა) ეწოდება, „ან რეგულირების მიზეზით, ან იმიტომ, რომ ეს საშიშია და რთული“, - თქვა პოლმა. მაგრამ რეგულირებად ბაზარზე, როგორიცაა ფიუჩერსი, ეს აღარ არის პრობლემა. „ადვილად შემცირების შესაძლებლობა ბაზარზე ნეიტრალური სტრატეგიების გატარების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ამარტივებს მაღალი სიხშირის ტრეიდინგს. ეს ჰეჯ-ფონდებისა და ტრადიციული ფინანსური სამყაროს ყურადღებას იზიდავს“.

CME და Cboe თავისი ბიტკოინის ფიუჩერსების ინვესტორების მოზიდვის პრობლემებს აწყდებიან. თუ საბაზო ფასები დაუსაბუთებელია, მან შეიძლება არიოს ხალხი, თქვა მარკ უილიამსმა, ბოსტონის უნივერსიტეტის ქვესტრომის ბიზნესის სკოლის ფინანსების ლექტორმა.

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ CME შეეცდება განიხილოს ბიტკოინი როგოც მომავლის სიმინდი ან ხორბალი, როდესაც ეს საქონელი იმყოფება ყველაზე სარისკო კლასში“, - თქვა უილიამსმა. „ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი ძირითადი ადგილია - არარეგულირებადი ბირჟები, რომლებიც აშშ-ს კანონმდებლობის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან“. მან აღნიშნა, რომ 2009 წლიდან ბირჟების ასეთი ტიპის თითქმის ნახევარი, მათ შორის Mt. Gox, გაკოტრდა. „CME-ს არა აქვს სხვა სასაქონლო მომავალი, რომელიც ჰგავს ბიტკოინს. ჩემთვის ეს პრობლემას ნიშნავს“.

ჯონ უესტმა, ციფრული აქტივების გაყიდვის საბროკერო კომპანიის Omega One-ის მთავარმა ტრეიდერმა თქვა, რომ CME-სა და Cboe-ს ყოველდღიური მარჟის რაოდენობა მოითხოვს საკვანძო ინგრედიენტს. თუ ის ძალიან მაღალია, „მაშინ ის არ არის ძალიან სასარგებლო ჰეჯირებისთვის, იმიტომ რომ თქვენ უნდა გქონდეთ ბევრი ფული ანგარიშზე“, - თქვა მან. მისი სიტყვებით, CME-მ თავისი კონტრაქტების შემუშავებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. „ეს ძალიან რთული აქტივია, რომლის თავს ბევრი რამ ხდება“.

 

დატოვე კომენტარი