ექსპერტები პროდუქტებზე ფასების სავარაუდო ზრდას ელიან

image

ლარი დოლართან მიმართებით კიდევ უფრო გაუფასურდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება არჩევნებს უკავშირდება. სპეციალისტები პროდუქტებზე ფასების სავარაუდო ზრდას ელიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ ქმედითი ნაბიჯები მიიღონ.

„ერთი ვერსია ის არის, რომ ლარს ხელოვნურად აკავებდნენ და ისედაც ეცემოდა და მეორე ვერსია, უარესი მთავრობისთვის, რომ მათი გამარჯვება ბაზრებმა უარყოფითად აღიქვეს. ყველა ცდილობს, რომ გაყვეს ლარის კურსს და დანაკარგები არ მიიღოს ამის შედეგად. ეს ხვალ-ზეგ პირდაპირ აისახება ბაზარზე თუ რაიმე ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელდა“,-განაცხადა ექსპერტმა გია ჯანდიერმა.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი