როგორ გახდა Rolex საათების მეფე

image

როგორ გახდა Rolex საათების მეფე 

ითამაშეთ ვინმესთან უბრალო ასოციაციების თამაში - თქვით „მაჯის საათი და ისინი დიდი ალბათობით გიპასუხებენ „როლექსი.

Rolex-ის ბრენდი იმდენად ღრმადაა გამჯდარი მსოფლიოს ცნობიერებაში, რთული დასაჯერებელია, რომ მაჯის საათები არსებობდა იქამდე, ვიდრე ავსტრიელმა ჰანს უილსდორფმა დააარსა კომპანია 1900-იანი წლების დასაწყისში.

ამჟამად იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი საათის მწარმოებელია,რომელიც მუდმივად იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული კომპანიების სიაში.

სინამდვილეში როლექსი არ უშვებს მასობრივად პროდუქციას, მაგრამ, ექსპერტების შეფასებით, ის წელიწადში აწარმოებს 1 მილიონამდე საათს, რაც, სავარაუდოდ, სხვა პრესტიჟულ მწარმოებლებზე მეტია.

როგორ იქცა როლექსი უდაო ოსტატად საათების ხელოვნებაში? ბენ კლიმერის, პრესტიჟული საათების შესახებ საიტის Hodinkee დამფუძნებლისა და აღმასრულებელი რედაქტორის თქმით, როლექსმა თავისი ბრენდი შექმნა დაუჯერებელი ინოვაციებით, სოლიდური ხარისხის სახელითა და მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი სახეების მხარდაჭერით.

პრინციპში, „როლექსი რომ როლექსია, ამისი მიზეზი არსებობს, - გვითხრა კლიმერმა.

ინოვაციები ინოვაციების შემდეგ

როლექსის სტატუსი შემთხვევითი არ არის.

„აქტუალური ინოვაციები საათების წარმოების სფეროში სწორედ ისაა, რაც როლექსს უბიძგებს იმისკენ, სადაც ის ახლა არის, - თქვა კლიმერმა.

თავისი სტატუსის განსამტკიცებლად, როლექსმა შეიმუშავა: პირველი წყალგაუმტარი კორპუსი, პირველი ავტომატური საათი, პირველი საათი თარიღით და (შესაძლოა) ერთ-ერთი პირველი ქრონოგრაფი.

კლიმერი ამბობს, რომ ვიდრე საათი ფუფუნების საგნად იქცეოდა, როგორიცაა ის დღეს, იგი იყო უბრალოდ ინსტრუმენტი. ამ ინოვაციებმა საათი უფრო მოსახერხებელი გახადეს.

ავტომატური მექანიზმი მფლობელს საშუალებას აძლევს, არ დაკარგოს დრო საათის ყოველდღიურ დაქოქვაზე, წყალგაუმტარი კორპუსი მყვინთავს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს საათი ხელზე და გაზომოს ჩაყვინთვის დრო, ხოლო ქრონოგრაფი რბოლის დროს მძღოლს საშუალებას აძლევს, უდიდესი სიზუსტით გაზომოს წრის გავლის დრო.

ეს ინოვაციები ასევე ამარტივებენ საათის ყოველდღიურ ტარებას. „თქვენ ვერ დაიბანდით ხელს საათით [წყალგაუმტარი კორპუსის გარეშე], - თქვა კლიმერმა.

1900-იანი წლების დასაწყისში, საათის წარმოებაში ამ ინოვაციებთან ერთად, როლექსმა ასევე სანდოობის რეპუტაცია დაიმკვიდრა.

იმისათვის, რომ ყველა ეს ინოვაცია ფუნქციონირებდეს და რომ საათი ასრულებდეს თავის პირველად მიზანს, საათი უნდა იყოს საუკეთესო. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საათი არ არის მხოლოდ ფუფუნების საგანი, როგორც მას დღესდღეობით აღიქვამენ, ამბობს კლიმერი.

„თუ თქვენ იქნებოდით სამხედრო-საზღვაო მყვინთავი და თქვენ დაგჭირდებოდათ რაღაცა, რაც იქნებოდა გამძლე, იქნებოდა სანდო ინსტრუმენტი და იმუშავებდა 100 მეტრის სიღრმეზე, [თქვენ შეიძენდით როლექსს], - თქვა კლიმერმა. „იმიტომ რომ ის უბრალოდ მუშაობს.

ინოვაციები და ხარისხი კარგია, მაგრამ უსარგებლოა, თუ პოტენციურმა მომხმარებელმა არ იცის ამის შესახებ.

1927 წელს უილსდორფი მივიდა მერსედეს გლიატცესთან, პირველ ქალთან, რომელმაც ლა-მანში გადაცურა (და პირველი ადამიანი ვინც ცურავდა გიბრალტარის სრუტეში), და სთხოვა, ეტარებინა ახალი მაჯის საათი Rolex Oyster წყალგაუმტარი კორპუსით.

მოცურავე დათანხმდა და გაიკეთა ის ყელზე, არხის გადაცურვის მცდელობის დროს.

„ეს ქალი, რომლის სურათი ყოველდღე ჩნდებოდა გაზეთების პირველ გვერდებზე, როლექსის საათს კისერზე ატარებდა, - თქვა კლიმერმა.

მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მოახერხა მიზნის მიღწევა აღნიშნული მცდელობის დროს, გლიატცეს ცნობილი პიროვნების სტატუსმა საზოგადოებას ცნობიერებაში ჩაუნერგა როლექსის სახელი, როლექსს კი შეეძლო იმ ფაქტის შესახებ საუბარი, რომ საათი მუშაობდა მას შემდეგაც კი, რაც დიდი დრო ცივ წყალში გაატარა. ამან მნიშვნელოვნად აამაღლა ბრენდის ცნობადობა და საზოგადოების აზრი როლექსის ხარისხის შესახებ.

მას შემდეგ როლექსი თავის რეკლამებში ხშირად ასახავდა ქალებს, რომლებსაც მათი საათი ეკეთათ ცურვის დროს, 2010 წელსაც კი.

დატოვე კომენტარი