ადრენალინდამოკიდებულება ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის დროს

image

ადრენალინდამოკიდებულება მხოლოდ ექსტრემალებს არ ახასიათბთ. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობა, მათ შორის ბევრი გამოცდილიც, მიდრეკილია ამისკენ. ადრენალინდამოკიდებულება - ტრეიდერის ერთ-ერთი მთავარი მტერია. უმეტესობა მათგანი ამ ყველაფერს ვერ უძლებს და ტოვებს ფინანსურ ბაზარზე მუშაობას. 
ადრენალინი - ეს არის ჰორმონი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება სხვადასხვა სტრესული სიტუაციის შედეგად. ადრენალინის ზემოქმედება ჰგავს ნარკოტიკის ზემოქმედებას. ადრენალინი ამძაფრებს მხედველობას და აუმჯობესებს გონებრივი კონცენტრაციის უნარს. ამ ჰორმონის ზემოქმედებისას ხდება კუნთების დაჭიმვა და ჩნდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის მიღების სურვილი. ადრე თუ გვიან, ტრეიდერი ეჩვევა ამ მდგომარეობას. ადრენალინი მისთვის ხდება როგორც ნარკოტიკი, რომელიც საჭიროა მუდმივად. ამ ნარკოტიკის მისაღებად ტრეიდერი ცდილობს ყოველთვის გარიგებებში და ყოველთვის ბაზარზე იყოს. ყველაფერ ამას სამწუხაროდ სავალალო შედეგები მოაქვს. 
რა არის გამოსავალი, თუ ტრეიდერი ამ ნარკოტიკზე «შეჯდა»? 
1. პირველ რიგში საჭიროა ადრენალინდამოკიდებულების ფაქტის აღიარება. 
2. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, საჭიროა ფინანსურ ბაზარზე ოპერაციების განხორციელების შეწყვეტა. მინიმუმ ერთკვირიანი შვებულების აღება და დამშვიდება. ფინანსური ბაზრიდან ყურადღების საერთოდ გადატანა. ტრეიდერმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას მართავს არა ჯანსაღი აზრი, არამედ ძლიერი ემოციების მიღების აუცილებლობა. 
3. ასეთ სიტუაციაში კარგია თუ გაიხსენებთ უორენ ბაფეტის სიტყვებს: - "ხშირად წარმატება მოდის უმოქმედობით. ბევრ ინვესტორს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მუდმივი ყიდვა-გაყიდვის მდგომარეობას". 

შემაჯამებელი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ იმპულსური ვაჭრობა ფინანსურ ბაზარზე ექვემდებარება უდიდეს რისკს და მივყავართ დეპოზიტის დაკარგვამდე. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს დამოკიდებულება ტრეიდერებს აჩვევს თვითდისციპლინას, რამდენადაც ადამიანი აღმოჩნდება «ბაზარს გარე» მდგომარეობაში, მისთვის კი აუცილებელია აზარტის გამოცდა, უნდა ისევ და ისევ ივაჭროს - ამიტომ, დგება საკუთარი თავის გაკონტროლების და შეკავების აუცილებლობა. როგორც კი ტრეიდერი ამ ჩვევას გამოიმუშავებს, თვალნათელი ხდება ის ფაქტი, რომ ცხოვრებაშიც გაცილებით მეტად იწყებს აზროვნებას, რაც თავის მხრივ დამატებითი პლუსია პიროვნებისთვის! 

დატოვე კომენტარი