„გალერია თბილისი“ ხვალ იხნსება

image

30 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ გაიხსნება. ამ დროისთვის ღია იქნება სავაჭრო ცენტრში განლაგებული ობიექტების დიდი ნაწილი, მათ შორის – H&M, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, Lacoste, Trussardi, Karl Lagerfeld, Guess, IKKS, Roman, BNG, Timberland, Stenders, Delfy, Six, OVS, New Yorker, Yves Rocher, Calzedonia, Camicissima, Mavi, Lee/Wrangler, Levis, Jysk, DiOggi, Okaidi, Studio By Shoes Gallery/Ecco/Geox, Dots, VaBene, Prime Gallery, Pull love, Roberto Bravo, Georgian Designers Corner, Party Deco, Mcdonads, Burger King, Mr. Cook, Coffeesta, Mr. Gyros, ატრიო, ავთანდილი, ლუტეცია, კენარი, რონიკო, ართთაიმი, დელფოსი, ფექტორი, ესპაჩო, XS სათამაშოები, ქალთა ბედნიერება, თიბისი ბანკი, ბოულინგ ცენტრი ბოლრუმი და კინოეთატრი კავეა გალერია თბილისი. გარკვეული ბრენდები სავაჭრო ცენტრში მოსულ სტუმრებს აქციებს და ფასდაკლებებს შესთავაზებენ.

გახსნის ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. ცერემონია დატვირთული იქნება სხვადასხვა სანახაობით, მუსიკალური გაფორმებითა და აქტივობებით.

სავაჭრო ცენტრში განთავსებული ობიექტების დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად 3 თვის განმავლობაში გაიხსნება.

„გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ფონდმა აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი