13 რამ, რაც უნდა გაიხსენოთ, როცა ცხოვრება მწარედ მოგექცევათ

image

ყოველ ჩვენგანს ჰქონია და გადაუტანია რთული პერიოდი ცხოვრებაში. ზოგ ადმიანს ეს სირთულეები ადვილად გადააქვს, ზოგს რთულად. რაში მდგომარეობს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების საიდუმლო? პროფესორი ქეროლ მორგანი თვლის, რომ ყველაფერი გამომდინარეობს მიმდინარე მოვლენებთან ჩვენი დამოკიდებულების შესაბამისად. 

1. ბუდას ცნობილი გამონათქვამი ასე ჟღერს: «თქვენი ტანჯვა გამოწვეულია არსებულის მიმართ თქვენი წინააღმდეგობით». იფიქრეთ ამის შესახებ ერთი წუთის მანძილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ტანჯვა გვევლინება მაშინ, როცა უარს ვამბობთ მივიღოთ არსებული რეალობა. ამიტომ ორი ვარიანტია: ან უნდა მიიღოთ არსებული რეალობა და ნეგატივი მოიცილოთ, ან ძალიან დიდი ხნის მანძლზე გაუთავებლად იტანჯოთ. 
2. პრობლემა ხდება პრობლემა მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ ამ სახელს არქმევთ მას. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გაკვეთილის მიღება შეიძლება სიტუაციიდან და ის აღარ იქნება პრობლემა. 
3. თუ რაიმეს შეცვლა გინდათ - დაიწყეთ საკუთარი თავით. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჯერ საკუთარი თავი და ცხოვრება უნდა შეცვალოთ - გარშემო კი ყველაფერი თავისით შეიცვლება.  
4. არ არსებობს გაგება «წარუმატებლობა» — უნდა ამოაგდოთ ლექსიკონიდან სიტყვა «ჩავარდნა». ისწავლეთ შეცდომებზე და შეეცადეთ გაიგოთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკეთ გაკეთება სამომავლოდ. 
5. თუ სასურველს ვერ იღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც უკეთესი უკვე გზაშია და თქვენსკენ მოემართება. ზოგჯერ ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ყოველთვის გჯეროდეთ, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა. 
6. დააფასეთ აწმყო, ის აღარასოდეს განმეორდება. ცხოვრების ყოველ გაელვებაში არის რაღაც ფასეული. შეიძლება მოვიდეს დრო და ის მომენტები ტკბილად მოიგონოთ, რომლებიც დღეს მოსაწყენად გეჩვენებათ. 
7. გაუშვით სურვილები სამყაროში. ბევრი ადამიანი ცხოვრობს «შებოჭილი გონებით», გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სურვილებს და თუ სასურველს ვერ იღებენ შემდეგ ემოციები ნეგატივში გადასდით. გახსოვდეთ, ბედნიერი უნდა იყოთ მიუხედავად იმისა, მიიღებთ თუ არა სასურველს. ამ მიდგომით შეძლებთ ნეიტრალური და დადებითი ემოციების შენარჩუნებას.  
8. გახსოვდეთ თქვენი შიშები და მადლიერი იყავით მათი, ისინი შეიძლება საუკეთესო მასწავლებლები იყვნენ. გახსოვდეთ - შიშის დაძლევა შესაძლებელია, ის მხოლოდ ილუზიაა. 
9. მიეცით საკუთარ თავს სიხარულის გამოცდის უფლება. შეიძლება ეს სულ მცირედი რამ იყოს, მაგრამ აუცილებელია სიხარულზე ყურადღების მობილიზება და არა სირთულეებზე. 
10. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს. მაგრამ თუ მაინც ასე აკეთებთ, მაშინ მხოლოდ მათ შეედარეთ, ვისაც თქვენზე უფრო ცუდად აქვს საქმე.  
11. თქვენ არ ხართ მსხვერპლი - ადამიანი მხოლოდ საკუთარი ფიქრების, სიტყვების და ქმედების მსხვერპლი შეიძლება იყოს.  უარი თქვით მსხვერპლის მენტალიტეტზე და გახდით გამარჯვებული. 
12. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს «და ესეც გაივლის» — ოღონდ თქვენი ძალისხმევით. თავისით არაფერი შეიცვლება თუ არ მოინდომებთ ამას. 
13. ყველაფერი შესაძლებელია - სასწაული ყოველდღიურად ხდება, მთავარია დაიჯეროთ ამის და შეამჩნიოთ. რწმენით თქვენ შეძლებთ მოიგოთ ბრძოლა.

დატოვე კომენტარი