Mydoc.ge ინოვაცია ჯანდაცვაში – დიაგნოსტირების პროცესი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების საშუალებით

image

ბოლო წლებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მზარდმა განვითარებამ განსაკუთრებული ასახვა ჰპოვა მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში.

Microsoft, google, apple, IBM  და სხვა გიგანტი კომპანიები  სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას მედიცინის სხვადასხვა სფეროში.

სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში ამოქმედდა ციფრული ჯანდაცვის პლატფორმა mydoc.ge.

Mydoc.ge ს მეშვებით  ხდება საკუთარი ჯანმრთელობით დაინტერესებული მომხმარებლების გამოკითხვა სიმპტომთა,  რისკ-ფაქტორთა და სხვა პარამეტრების შესახებ, და ამ ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება სხვადასხვა დაავადებებთა ალბათობების დადგენა სპეციალური ალგორითმების მეშვეობით.

Mydoc.ge ასრულებს გზამკვლევის ფუნქციას პაციენტთათვის:

 

  • ახდენს მათ ინფორმირებას სავარაუდო დაავადებათა შესახებ;

  • ამცნობს პაციენტს, თუ რამდენად გადაუდებელია მდგომარეობა;

  • აძლევს საშუალებას დაავადებათა მიხედვით შეარჩიოს შესაბამისი ექიმი-სპეციალისტი;

  • დაგეგმოს ვიზიტი არჩეულ ექიმთან ონლაინ რეჟიმში.


პროექტი Mydoc.ge წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჯანდაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გზაზე.

საიტი http://mydoc.ge

ელ-ფოსტა: contact@mydoc.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ

ირაკლი სასანაიას (ჯანდაცვის ექსპერტი)  ტელ: +995 599 50 55 50 ელ-ფოსტა: irakli@mydoc.ge




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი