ბაფეტმა 3,17 მილიარდი დილარის Berkshire აქციები შეწირა

image

ბაფეტმა 3,17 მილიარდი დილარის Berkshire აქციები შეწირა 

მილიარდერმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი Berkshire Hathaway-ის აქციები შეწირა, თავისი 2006 წლის დაპირების ფარგლებში, რომელიც გულისხმობდა მისი მთლიანი ფულის გაცემას.

კომპანიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ 3,17 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გადავიდა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში, სიუზან ტომპსონ ბაფეტის ფონდში, შერვუდის ფონდში, ჰოვარდ გ. ბაფეტის ფონდში და NoVo ფონდში. ეს ბაფეტის უდიდესი შემოწირულობაა საქველმოქმედო ორგანიზაციებში, თავისი მიზნის ათი წლის წინ გახმოვანების შემდეგ. მიმდინარე საჩუქრით, მისი 2006 წლის ჰოლდინგების - მთლიანი ღირებულებით 27,54 მილიარდი დოლარი - 40%-ზე მეტი გადაეცა ხუთ ფონდს.

უკანასკნელი შემოწირულობა გაკეთებულია 18,63 მილიონი B კლასის აქციების სახით, თითოეულის ღირებულებით 170,25 დოლარი, ორშაბათის ფასის თანახმად. ბაფეტს, რომელიც ამჟამად 86 წლისაა, ახლა ეკუთვნის Berkshire Hathaway-ის დაახლოებით 17%. ხუთი საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გეიტსის ფონდმა, CNBC-ის მონაცემებით, მიიღო 2,42 მილიარდი დოლარი. საყურადღებოა, რომ გეიტსი და ბაფეტი კარგი მეგობრები არიან. საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ შემოწირულობას, როგორც წესი, ჰყიდიან აქციებს თავისი საქმიანობის ბანკროლისა და მილიარდერი ინვესტორის სურვილის დასაკმაყოფილებლად, რომელიც იმედოვნებს თავისი ფულის გამოყენების დანახვას.

ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც ბაფეტმა პირობა დადო, ქონება ხუთი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაეცა, მან თავისი უმსხვილესი შემოწირულობა გააკეთა 37 მილიარდი დოლარის ოდენობით ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში, რომელიც ებრძვის სიღარიბესა და ფოკუსირებულია ჯანდაცვასა და განათლების გაუმჯობესებაზე. ფონდი მიიღებს ფულს მისი გარდაცვალების შემდეგ. ბაფეტის ქონება შედგება Berkshire Hathaway-ის აქციებისგან, რომელთა გადაცემას იგი გეგმავს პირდაპირ ფონდში, და ნაღდი ფულისგან, რომელსაც ის უტოვებს თავის მემკვიდრეებს საინდექსო ფონდებში ინვესტირებისთვის. მისმა წვლილმა მას საშუალება მისცა ზეგავლენა მოეხდინა ბილ და მელინდა გეოტსების ფონდზე და ის აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციაში. იგი დიდ ინტერესს იჩენს ფილანთროპიისა და ჯანდაცვისა და განათლების გლობალური პრობლემების მიმართ. ამ ინტერესმა მას უბიძგა, აქტიურად მხარი დაეჭირა ფონდისთვის და წაეხალისებინა სხვები მასში მონაწილეობის მისაღებად, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დიდ ქონებას ფლობს.

 

დატოვე კომენტარი