კომპანიები, რომლებსაც ფლობს Facebook

image

კომპანიები, რომლებსაც ფლობს Facebook 

Facebook Inc. (FB) სოციალური ქსელის ვებსაიტი, დაარსებული მარკ ცუკერბერგის მიერ 2004 წელს, განვითარდა უზარმაზარ კომპანიაში. მას შემდეგ, რაც 2010 წელის ის მომგებიანი გახდა, 2012 წელს განხორციელდა მისი IPO. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 176 მილიარდ დოლარს, ხოლო მოგება ერთ აქციაზე 2014 წელს იყო 1,10 დოლარი. მისი დაარსების დღიდან, Facebook- ბევრი სხვადასხვა კომპანია აქვს შეძენილი, მათგან ყველაზე ცნობილია Instagram 2012 წელს და WhatsApp 2014 წელს. მოდით შევხედოთ ტოპ-11 კომპანიას, რომელიც Facebook-მა შეიძინა ამ წლების განმავლობაში.

Facebook-ის გაუმჯობესება

როგორც ახალგაზრდა ტექნოლოგიური კომპანია, Facebook უნდა ყოფილიყო ინოვაციური და გაეგრძელებინა პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, რომელიც მისმა კლიენტებმა არც იცოდნენ, რომ სჭირდებოდათ. ადამიანების უმეტესობას არ ახსოვს Facebook like ღილაკის ან სიახლეების ლენტის გარეშე, მაგრამ ამ ტექნოლოგიების FriendFeed-ისგან სესხებამდე, Facebook იყო ადგილი, სადაც თქვენ შედიოდით თქვენი მეგობრების ინდივიდუალურად პროფილების სანახავად. ამ შენაძენმა ასევე გამოიწვია Facebook-ისთვის ახალი თანამშრომლების შეძენა, ყოფილი Alphabet Inc-ის ჩათვლით.

Facebook-მა ასევე შეიძინა Karma და face.com, თავისი სოციალური ქსელის გაუმჯობესების მიზნით. Karma წარმოადგენდა საჩუქრების მომსახურებას, რომელიც მას შემდეგ გამოიყენებოდა Facebook Gifts-ის შესამუშავებლად, ხოლო face.com- ჰქონდა ტექნოლოგია, რომელსაც Facebook ახლა იყენებს სახეების ამოსაცნობად, რომ თქვენ იპოვოთ თქვენი მეგობრები, როდესაც ტვირთავთ ფოტოსურათებს.

ნიჭიერთა ძებნა

Facebook არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ის დღესაა, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს რომ არ მიეღოთ გამოწვევა და არ დაეწყოთ საკუთარი ახალი ტექნოლოგიების შექმნა. 2007 წლიდან მოყოლებული, Facebook-მა დაიწყო კომპანიების მოზიდვა, რომლებშიც მუშაობდნენ მისთვის სასურველი ნიჭიერი ადამიანები. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, FriendFeed წარმოადგენს ამ სტრატეგიის ერთ-ერთ მაგალითს.

Nextstop, Drop.io და Hot Potato არიან ყველაზე ცნობილი კომპანიები, რომლებიც Facebook-მა შეიძინა მათი თანამშრომლების გამო, შემდეგ კი სწრაფად დახურა ისინი. Nextstop იყო საიტი, რომელიც იყენებდა სოციალურ რეკომენდაციებს, რომ გაეზარდა მომხმარებელთა მოგზაურობის რაოდენობა, Drop.io იყო ფაილების მიმოცვლის სერვისი, მსგავსად DropBox-სა, Hot Potato კი იყო საიტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, მოენიშნათ ადგილი ან ღონისძიება, სადაც ისინი იმყოფებოდნენ.

მობილური სტრატეგია

სოციალური ქსელის საიტებს დღეს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მობილური პლატფორმები. თუმცა, როდესაც Facebook დაარსდა, ადამიანების უმეტესობას არ ჰქონდა მობილური ტელეფონები და არავის ჰქონდა iPhone. შესაძლოა ამ დასაწყისის გამო, მაგრამ ადამიანები არ განიხილავდნენ Facebook-, როგორც მობილურ კომპანიას. ახლა ადამიანები იყენებენ Facebook-ის აპლიკაციას, მაგრამ უკანასკნელ დრომდე კომპანია იყო ცნობილი ძირითადად თავისი ვებსაიტი საშუალებით.

ეს ყველაფერი შეიცვალა 2012 წელს, როდესაც Facebook-მა გადაიხადა 1 მილიარდი დოლარი და შეიძინა Instagram. Instagram-ის შეძენამ ინვესტორებს საშუალება მისცა, დაენახათ, რომ Facebook- ესმის, საით არის ბაზარი მიმართული და მზადაა, გადაიხადოს ფული, რომ კლიენტების მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

2014 წელს Facebook-მა იყიდა WhatsApp 19 მილიარდ დოლარად. WhatsApp არის სოციალური შეტყობინებების სერვისი, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიო მასშტაბით საშუალებას აძლევს, გაუგზავნონ ერთმანეთს შეტყობინებები WiFi ან მობილური ინტერნეტის საშუალებით. ეს ორი შენაძენი, ერთი შეხედვით, შეიძლება უსარგებლოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ მათ Facebook-ისთვის ძალიან დიდი ღირებულება აქვთ პირადი მონაცემების გამო და იმის დასადასტურებლად, რომ კომპანია იმყოფება ტექნოლოგიის ზღვარზე.

დივერსიფიკაცია

ახლა, როდესაც Facebook ზრდასრულობის ხანაში შევიდა, ხელმძღვანელობას ფულის შოვნის ახალი ხერხების მოძიება სჭირდება. Facebook-ის ზრდის სტრატეგია მდგომარეობს დივერსიფიკაციაში. 2014 წლიდან Facebook-მა განახორციელა რამდენიმე შეძენა, რომელიც იმყოფება შორს იმისგან, რასაც შეიძლება ელოდო სოციალური ქსელის კომპანიისგან. მაგალითად, 2014 წელს Facebook-მა იყიდა Oculus VR, Ascenta და ProtoGeo Oy. ალბათ, ყველაზე საინტერესო შენაძენია Oculus VR - კომპანია, რომელიც უშვებს ვირტუალური რეალობის გარნიტურებს. Ascenta - უპილოტო საფრენი აპარატების, დრონების მწარმოებელია, რომელთა გამოყენებას Facebook გეგმავს იმისთვის, რომ მიაწოდოს ინტერნეტი მსოფლიოს ყველაზე მოშორებულ ადგილებში. და ბოლოს, ProtoGeo Oy დაეხმარება Facebook-, შევიდეს ფიტნესისა და ჯანმრთელობის მონიტორინგის ბაზარზე.

ქვედა ხაზი

Facebook-ის ისტორია ცნობილია: მარკ ცუკერბერგმა საიტი გახსნა თავისი ოთახიდან საერთო საცხოვრებელში, და ის მალე იქცა ჰარვარდის სტუდენტთა საყვარელ ადგილად, რომლებსაც სურდათ ერთმანეთთან დაკავშირება. მოკრძალებული დასაწყისიდან, საიტმა მყარად გაიდგა ფესვები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შენაძენის ეს ოთხი კატეგორია და წარმოდგენილი 11 კომპანია აჩვენებს, რამდენად დიდი და მდიდარი გახდა Facebook.

 

დატოვე კომენტარი