ეროვნულმა ბანკმა 4 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0020 პუნქტით მყარდება და შესაბამისად, დოლარი 2.5902 ლარი ეღირება.

ლარის კურსი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა და ევროს ღირებულება 0.0085 პუნქტით მეტი – 3.1129 ლარი იქნება.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი