„მაგთი“ მობილურ ინტერნეტს აძვირებს

image

„მაგთიკომი მობილური ინტერნეტის ტარიფებს მნიშვნელოვნად აძვირებს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე წერია. ახალი ტარიფები ძალაში 18 იანვრიდან შევა.

ახალი ტარიფებით, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით გაიზრდება და 5 ლარი გახდება, 1000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნება; 5 ლარით ძვირდება 2000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი ეღირება; 4000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე გაძვირდება; 3 ლარით მოიმატებს და 18 ლარი გახდება 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი ეღირება.

width=437




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი