როგორ გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას უცხო ენის ცოდნა?

image

უცხო ენის ცდონის აუცილებლობის უამრავი მიზეზი არსებობს. მაგრამ ამჯერად ამ საკითხს შევხედოთ სარგებლის მოტანის მხრივ. კონკრეტულად ფინანსური კუთხით, რადგან უცხო ენის ცოდნას რეალურად შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. გარდა იმისა, რომ უცხო ენის ცოდნით შეძლებთ საკურსო ნამუშევრები დაუწეროთ სტუდენტებს, მოამზადოთ ბავშვები და ა.შ. კიდევ რა სარგებლის და დამატებითი შემოსავლის მოტანა შეუძლია უცხო ენის ცოდნას? 
ვარიანტი №1 - მაგალითად ინგლისური ენის ცოდნით თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება უამრავი ინგლისურენოვანი რესურსი, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შექმნათ საიტი და შეავსოთ უნიკალური მასალით - დასავლური წყაროებიდან მოპოვებული თარგმანით. ჩვეულებრივი თარგმანისგან განსხვავებით, რომელშიც ფულს იღებთ, აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ ქმნით ინფორმაციულ პროექტს, რომელიც მომენტალურ შემოსავალს არ მოგიტანთ, მაგრამ თუ ბოლომდე მიყვებით და ყურადღებას მიაქცევთ, შესაძლოა სამომავლოდ სერიოზული ფინანსური აქტივი გახდეს.  
ვარიანტი №2 - უცხო ენის, მაგალითად ინგლისურის ცოდნით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ინფორმაციული პროდუქტი ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შესთავაზებთ დასავლურ აუდიტორიას. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აშშ-ს და ევროპის აუდიტორია უფრო გადახდისუნარიანია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი პროდუქტი შესაძლოა ამ ქვეყნებში გაიყიდოს დიდი რაოდენობით და სოლიდურ თანხად. 
ვარიანტი №3 - თუ თქვენს რეზუმეში არის პუნქტი «ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა» – ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. თანამედროვე, გლობალური ეკონომიკის მქონე სამყაროში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ურთიერთთანამშრომლობენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს ადგილობრივი წარმომადგენლობები ესაჭიროებათ. ამ შემთხვევაშიც უდავოა, რომ უცხო ენის, მითუმეტეს საერთაშორისო ენის ცოდნა, ნამდვილად დიდი პლუსია. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იქედან, თუ რა სარგებლობა შეუძლია მოგიტანოთ ერთი ან რამოდენიმე უცხო ენის ცოდნამ. ამიტომ, თუ შემოსავლის გაზრდა, კარიერული წინსვლა და წარმატებები თქვენი მიზანია - ნუ დაიზარებთ, შეისწავლეთ უცხო ენა და გაიუმჯობესეთ ცხოვრების დონე. 

დატოვე კომენტარი