დიმიტრი ქუმსიშვილი: ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ

image

„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ”, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნე გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა,  უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტუროპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა”- აცხადებენ სამინისტროში.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი