აშშ ასახელებს ოლიგარქებს, კრემლის ელიტას, მაგრამ თავს არიდებს ახალ სანქციებს

image

აშშ ასახელებს ოლიგარქებს, კრემლის ელიტას, მაგრამ თავს არიდებს ახალ სანქციებს

აშშ-მა გამოაქვეყნეს რუსი მილიარდერებისა და მაღალი თანამდებობის პირების 210-კაციანი სია, რომელიც ექვემდებარება წინა ზაფხულის სანქციების კანონს, მაგრამ ხაზი გაუსვეს, რომ დასახელებულ პირებზე შეზღუდვა არ გავრცელდება.

თეთრი სახლის პროტესტის წინააღმდეგ, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ჩარევას ეხება, კონგრესის მიერ სანქცირებულმა დოკუმენტმა მოსკოვში შეშფოთება გამოიწვია და „ცივი ომის მეტოქეებს შორის დაძაბულობის გამძაფრების საფრთხე შექმნა. ხაზინამ სია შუაღამეს ვადის გასვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა, და ხაზი გაუსვა, რომ ის არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი პირები „შეესაბამებიან ნებისმიერი სანქციების პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმებს.

დაზარალებული ინვესტორები რუსეთის ათწლიანი ობლიგაციების შემოსავალს ყველაზე დაბალი დონისკენ უბიძგებდნენ ხუთი წლის განმავლობაში, ვინაიდან ხაზინამ არ წარადგინა დეტალური ანგარიში სანქციების გაფართოვების ზეგავლენაზე რუსეთის სუვერენულ ვალზე. ორშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ დაცვისა და დაზვერვის სექტორის გავლენის ქვეშ მოქმედ კანონმდებლობის დებულებებს გააჩნიათ შემაკავებელ ეფექტი და ახალი სანქციების დაწესება, რომლებსაც ითხოვს კანონი, ზედმეტია.

კრემლი გაბრაზდა, მაგრამ საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს. ისინი, ვინც ჩართულია სიაში, „დე-ფაქტო აშშ-ის მტრებია, - სატელეფონო კონფერენციის დროს განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა, რომელიც ასევე შედის დასახელებულთა რიცხვში. „ამან შეიძლება ზარალი მიაყენოს სიაში მყოფი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების რეპუტაციას.

ოლიგარქების ჩამონათვალის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსმა მაგნატებმა და მოხელეებმა გამოავლინეს მზარდი აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სიამ შეიძლება დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვიოს და აშშ-სა და ევროპის ბევრ ბანკსა და სხვა ინსტიტუტს მათთან თანამშრომლობაზე უარი ათქმევინოს. საბოლოო ჯამში, ხაზინას მიერ გამოქვეყნებული სია იყო უფრო ბუნდოვანი და ნაკლებად მიზანმიმართული, ვიდრე ამას მოითხოვდა ზოგიერთი ყოფილი მოხელე, რომელიც მრჩევლის სტატუსით ერთვებოდა პროცესში.

მაიკლ მაკფოლმა, ყოფილმა ელჩმა მოსკოვში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხშირმა კრიტიკოსმა უარყო ეს ზეგავლენა. „ეს არაფერს ნიშნავს, - თქვა მან.

96 მაგნატი ემთხვეოდა მილიარდერების სიას, რომელიც წინა წელს გამოაქვეყნა ჟურნალ Forbes-ის რუსულმა გამოცემამ. 114 თანამდებობის პირსა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელთან ერთად, ისინი არიან წარმოდგენილნი „ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც აღებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, - განაცხადეს ხაზინაში.

ბიზნესის ლიდერებს შორის სიაში შედიან ადამიანები, რომლებიც უკვე ექვემდებარებიან სანქციებს პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო, როგორიცაა არკადი როტენბერგი, ან ისინი, ვინც კრემლისგან განცალკევებით განიხილება, როგორიცაა ბანკირი ოლეგ ტინკოვი და სასურსათო მაგნატი სერგეი გალიცკი.

სიაში მოხვდნენ სახელმწიფო მოხელეები პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევითა და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკით დაწყებული და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებით და რეგიონებში კრემლის წარმომადგენლებით დამთავრებული.

საიდუმლო დანამატები

ხაზინამ განაცხადა, რომ მას აქვს მომზადებული საიდუმლო სიებიც, რომლებშიც შეიძლება შედიოდნენ უფრო დაბალი დონის მაგნატები და სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ არ წარმოადგინეს არანაირი დამატებითი ინფორმაცია.

ბაზრები ყურადღებით თვალს ადევნებენ ანგარიშს სუვერენული ვალის მიმართებაში შესაძლო სანქციების შესახებ, რომელსაც ინვესტორები ფავორიტად მიიჩნევდნენ და ორშაბათის ნიშნები დამაიმედებლად ჩათვალეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ მკაცრი ზომების რისკებს მოკლევადიან პერსპექტივაში, - ნათქვამია შენიშვნნაში, რომელიც გააკეთეს Societe Generale-ის ანალიტიკოსებმა ფენიქს კალენის  ხელმძღვანელობით.

მიუხედავად იმისა, რომ სიაში მოხვედრილთა ნაწილი ამბობს, რომ მოხარულნი არიან სიის ბუნდოვანი ჩარჩოებით, შესაძლო ზეგავლენა მაინც შეშფოთებას იწვევს.

„აშშ-ის სანქციების ძალა მდგომარეობს არა შავ სიაში მოხვედრილი ადამიანების ან კომპანიების სპეციფიკაში, არამედ უბრალო შეტყობინებაში: მათ, ვისაც სურთ საქმის დაჭერა რუსებთან, შეიძლება მოუწიოთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მოგვარება, - ტვიტერში დაწერა მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ტრენინმა.

ორშაბათს პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი იყენებენ ამ ზომას, რომ შეეცადონ გავლენა მოახდინონ 18 მარტის არჩევნებზე, როდესაც რუსეთის ლიდერი შეეცდება თავისი თითქმის ოცწლიანი მმართველობის გახანგრძლივებას.

 

დატოვე კომენტარი