10 რჩევა ფინანსური წარმატებისთვის

image

1. გადაწყვიტეთ, რომ იყოთ მატერიალურად წარმატებული ადამიანი 
ეს მკვეთრად განსხვავდება უბრალო ოცნების ან სურვილისგან იყოთ მდიდარი. ისეთი განწყობა იქონიეთ, თითქოს ეს უკვე მოხდა. ფინანსური დამოუკიდებლობა - ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. 

2. გაარკვიეთ როგორ მუშაობს ფული
ადამიანების უმეტესობას არასოდეს უსწავლია ფინანსები არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში და არც ცხოვრებაში. ადამიანების უმრავლესობას არასოდეს შეუწუხებია თავი გაეკეთებინა საკუთარი, ყოველთვიური შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსი. რაიმე რომ მართო, საჭიროა ერკვეოდე როგორ მუშაობს ეს საკითხი. წაიკითხეთ და შეისწავლეთ ის, თუ როგორ აკეთებენ ამას წარმატებული ადამიანები. აიღეთ მათგან მაგალითი. ისწავლეთ მათგან.   

3. გაარკვიეთ თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ 
ბევრი ადამიანი მხარჯველია და საკმაოდ უდიერად ეპყრობა ფულს. მნიშვნელობა არ აქვს რა დამოკიდებულება გაქვთ ფულთან მოცემულ მომენტში, უბრალოდ გაარკვიეთ ეს და იქონიეთ ფულის მიმართ პატივისცემით და მადლიერებით სავსე დამოკიდებულება. გამოიყენეთ ფული საკუთარი ცხოვრების სამართავად და ნუ მისცემთ ფულს თქვენი მართვის უფლებას.  

4. განსაზღვრეთ ზუსტი ფინანსური მიზნები 
ეს მიზნები საკმაოდ ამბიციური უნდა იყოს, მაგრამ არარეალურობამდე მისული არა. საკუთარ თავს მიეცით გამოწვევა, რომ გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე. გადაწყვიტეთ ფულის დაზოგვა და დაბანდება ყოველთვიურად. 

5. შეადგინეთ პირადი ბიუჯეტი  - ანუ გეგმა, თუ როგორ გინდათ გამოიყენოთ ფული ისე, რომ სარგებელი მიიღოთ და მართოთ ცხოვრება  
შეადგინეთ ბიუჯეტი სასარგებლო ნივთების საყიდლად, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ. გამორიცხეთ იმპულსური შენაძენები, რომლებიც თქვენს ფინანსებს უბრალოდ ფლანგავს. ბიუჯეტი - ეს არის თქვენი დანიშნულების ადგილის საჩვენებელი რუკა. შეადგინეთ ასეთი რუკა და გამოიყენეთ ის მიზნებისკენ მოძრაობისას. 

6. შეეცადეთ შეამციროთ ხარჯები - როცა იწყებთ საკუთარი ფინანსების მართვას, გიჩნდებათ ობიექტური მიზეზები ხარჯების შესამცირებლად. თვითნასწავლი მილიონერების უმრავლესობა საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებით დაბალ დონეზე ცხოვრობს.  თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. ეს არის ფულის უსარგებლო ხარჯვის თავიდან აცილება.  

7. შეისწავლეთ ინვესტირების საკითხი და დაიწყეთ ფულის დაბანდება
ფული დააბანდეთ ისეთ რამეში, რაც გესმით. ინვესტირება გააკეთეთ ფრთხილად, გონივრულად და რეგულარულად. მიზანი: გამდიდრება არა მომენტალურად, არამედ დროთა განმავლობაში. ფული ისე დააბანდეთ, რომ თქვენზე იმუშაოს. 

8. გაზარდეთ პირადი აქტივები 
ადამიანების უმრავლესობა ცდილობს შემოსავალი გაზარდოს - ეს მცდარია. მეტი ფულის შოვნა ნიშნავს მეტი გადასახადის გადახდას. ეს არის ახალი შესაძლებლობების გაჩენა და უზრუნველყოფა. ამისათვის საჭიროა დრო და მძიმე მუშაობა. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის სიმდიდრე ფულის სახით. გახსოვდეთ, ფულის დახარჯვა ძალიან ადვილია, სწორედ ამიტომ, მილიონერები ფულს აბანდებენ უძრავ ქონებაში, აქციებში, რომლებიც სამომავლოდ შემოსავლის მომტანია - ასე გადანაწილებული ფულის დახარჯვა ძნელია, ამიტომ ეს კაპიტალი ფაქტიურად მხოლოდ შემოსავლის მომტანია. 

9. მოძებნეთ განათლებული კონსულტანტი და შეამცირეთ გადასახადები
ზოგიერთი ადამიანი ძალიან ბევრ გადასახადს იხდის. გადასახადები - ეს არის თქვენი ყველაზე დიდი ხარჯები. ღარიბებს და საშუალო კლასს არ ესმით ეს საკითხი, რადგან კომუნალური გადასახადის გარდა სხვა გადასახადები მათი ხელფასიდან იქვითება, რომელსაც ფაქტიურად დამსაქმებელი იურიდიული პირი იხდის. მდიდრებმა იციან, რომ არსებობს კანონირი და შესაბამისი გზები, რომელბიც იცავენ შემოსავლებს. შეისწავლეთ საგადასახადო კანონმდებლობა და გამოიყენეთ ის თქვენს სასარგებლოდ. 

10. თქვენი სიმდიდრე უნდა გამოიყენოთ ბრძნულად
ერთხელ ვიღაცას უთქვამს: «იმის მიზეზი, რომ ბევრი ჩვენგანი ღარიბია - არის ის, რომ ჩვენ ფულს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვხარჯავდით». გაუნაწილეთ სხვებსაც. დაეხმარეთ. როცა თქვენ ფულს იყენებთ იმისათვის, რომ სამყარო უკეთესი გახადოთ, უფრო მეტის შოვნის საშუალება გეძლევათ. ძუნწობით და ეგოიზმით ფულს ვერ მოიზიდავთ. 

დატოვე კომენტარი