დეპოზიტი და ავანსი - რაშია სხვაობა?

image

ადამიანების უმეტესობისთვის არ არსებობს სხვაობა ბეს და ავანსისი გაგებებს შორის, ბევრი თვლის, რომ ეს ერთი და იგივეა. პრაქტიკაში ამ გაგებებს არსებითი განსხვავებები აქვს, რომელთა არცოდნამ შეიძლება მიგიყვანოთ სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებამდე. ამიტომ, შევეცდებით დაწვრილებით აგიხსნათ ის ნიუანსები, რაც ბეს გამოარჩევს ავანსისგან. როგორც წესი ორივე გაგება წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როცა მხარეები მოილაპარაკებენ რაიმე განზრახვებზე და ცდილობენ თავი დაიზღვიონ. მაგალითად ბინის ყიდვა-გაყიდვის დროს ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აწყდება ბეს ან ავანსის გაფორმების საკითხს და საჭიროა იმის გარკვევით ცოდნა, რა პრინციპული სხვაობაა მათ შორის.  
ბეც და ავანსიც არსობრივად წარმოადგენს წინასწარ შენატანს, რომელსაც მყიდველი უტოვებს გამყიდველს იმისათვის, რომ ყიდვის უფლება დაჯავშნოს და დაუდასტოროს დაინტერესების სერიოზულობა. დანარჩენ შემთხვევებში ბე და ავანსი პრინციპულად სხვადასხვა რამ არის. 
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით - ბე არის ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომელიც ითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში. ბეს მიმცემის დაკისრებული მოვალეობის ბრალეულად დარღვევისას ბე რჩება მისი მიმღების ანგარიშზე, ბეს მიმღების მოვალეობის ბრალეულად დარღვევისას კი ბე უკან ორმაგად ბრუნდება (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 421- 423.  
მყიდველის მიერ გამყიდველისთვის ბეს გადაცემის შემთხვევაში აუცილებელია ბეს ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს გადახდის თარიღი, თანხა, ასევე სრულად უნდა აისახოს ორივე მხარის რეკვიზიტები (სახელი, გვარი, მამის სახელი, საპასპორტო მონაცემები, რეგისტრაციის მისამართი).
რაც შეეხება ავანსს, ეს გაგება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ განისაზღვრება. თუმცა, გარკვეული გარიგებების დადების დროს, მხარეები სწორედ ამ გაგებას იყენებენ და ის მხარეებს არაფრით არ ავალდებულებს, რამდენადაც, თუ გამყიდველი უარს იტყვის გარიგებაზე - ის უბრალოდ დაუბრუნებს მყიდველს ავანსად გადახდილ თანხას. თუ მყიდველი განაცხადებს უარს გარიგებაზე, ის დაიბრუნებს ავანსად გადახდილ თანხას გამყიდველისგან პრობლემის გარეშე. ანუ, არანაირი ფინანსური სანქციები ამ შემთხვევაში გათვალისწიენებული არ არის. 
რამდენადაც ავანსი არანაირი ნორმატიული დოკუმენტით არ არის რეგლამენტირებული, მისი გადაცემის დროს ხელშეკრულების გაფორმება არ არის საჭირო. მაგრამ დაზრვევის მიზნით, სჯობს მაინც გააფორმოთ. თუ პრობლემა შეიქმნება თქვენ გექნებათ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შეგეძლებათ მიმართოთ სასამართლოს. 

დატოვე კომენტარი