Google კრიპტოვალუტების რეკლამას კრძალავს

image

კომპანია Google-ი მიმდინარე წლის ივნისიდან კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პროდუქციის რეკლამას აკრძალავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„ჩვენ განვაახლეთ ჩვენი პოლიტიკა არარეგულირებადი ან სპეკულაციური ფინანსური პროდუქტების რეკლამასთან დაკავშირებით. საუბარია პროდუქტებზე, როგორიცაა ბინარული ოფციონები, კრიპტოვალუტები, უცხოური სავალუტო ბაზრები, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ABC News-ს განუცხადა, მართალია Google-მა არ იცის თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა როლი ექნებათ კრიპტოვალუტებს სამომავლოდ, თუმცა, კომპანიის უამრავი მომხმარებელი არაკეთილსინდისიერი რეკლების გამო ფინანსურ მახეში ებმება, რის აღკვეთასაც ცდილობს მსოფლიოში უმსხვილესი საძიებო სისტემა.

დატოვე კომენტარი