„ყაზტრანსგაზი“ შესაძლოა „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ იყიდოს

image

„ყაზტრანსგაზს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ყიდულობს და არსებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. როგორც bm.ge ყაზახურ Forbes-ზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება „ყაზტრანსგაზის დირექტორთა საბჭომ მიიღო.

გამოცემის ცნობით, „ყაზტრანსგაზი თბილისში 2005 წელს გამოჩნდა და 2009 წელს პირველად გამოთქვა კომპანიის გაყიდვის სურვილი, მას შემდეგ, რაც საქართველოს წინაშე არსებულმა დავალიანებამ 48 მილიონ დოლარს მიაღწია.

კომპანიის გასხვისების შესახებ მოლაპარაკებები 2009 წლიდან მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი