სონღულაშვილი: ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად დაგეგმილი 4%-ისა

image

„ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკის პოლიტიკის შედეგია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა, რომელმაც პლენარულ სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება.

„2017 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად დაგეგმილი 4%-ისა. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 4,9%-ია. ეკონომიკურ ზრდაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს. პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულის საშუალო ხელფასი 10%-ით გაიზარდა. 7 თვის მონაცემებით, ხელფასები  8,7%-ით გაიზარდა. ხელფასების თვალსაზრისით, 0,6%-იანი კლებაა საჯარო სექტორში ხოლო, 12%-იანი ზრდა კერძო სექტორში, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დაახლოებით 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. დეპუტატის განცხადებით, ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ.

 

დატოვე კომენტარი