იანვარ-აგვისტოში ექსპორტი, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 28,5%-ით გაიზარდა

image

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 6618.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4935.5 მლნ. აშშ დოლარს (7.5 პროცენტით მეტი). ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1322.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

width=689width=670

width=695width=703

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1804.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 400,9 მლნ. აშშ დოლარი იყო (26,6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1403.5 მლნ. აშშ დოლარი (2.9 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.8 პროცენტი და იმპორტში 28.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 28.5, 24.2 და 29.7 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აგვისტოში 31.9 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 2110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 31.0 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 674.0 მლნ. აშშ დოლარი (58.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1436.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 40.1 პროცენტი და იმპორტში 29.1 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 27.3, 32.5 და 25.8 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აგვისტოში 23.1 პროცენტი)

width=7472017 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1000.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (700.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (554.1 მლნ. აშშ დოლარი).

width=7942017 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 275.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 210.0 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.5 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 122.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.3 პროცენტი შეადგინა.

width=679უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 416.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 296.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.0 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 233.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.7 პროცენტი).

width=703

დატოვე კომენტარი