კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების თემაზე ყაზახეთის მიკროსაფინანსო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

image

ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში საერთაშორისო ფორუმი “ფინანსური განათლების ამაღლება, როგორც სოციალური და ეკონომიკური ზრდის ფაქტორი”  გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიიღო. საერთაშორისო ფორუმში, ყაზახეთის, საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ბელორუსის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა 12 ქვეყნის მიკროსაფინანსო სფეროს ფინანსური განათლების კუთხით მომუშავე წარმომადგენლებმაც მიიღეს. 

width=475

როგორც ეროვნულ ბანში აცხადებენ, ბანკის პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დანერგვის პროცესის შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფორუმზე ყურადღება სტრატეგიის დანერგვის პროცესში არსებული ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევის – ეფექტური მმართველი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ გაამახვილა. ამ მიზნით, 2017 წელს, საქართველოს ეროვნულ ბანკში სტრატეგიის მართვის კომიტეტი შეიქმნა , რომელიც ფინანსური განათლების კუთხით არსებულ ინიციატივებს განიხილავს, არსებულ და პოტენციურ საგანმანათლებლო პროგრამებს აფასებს და კონსულტაციას დაინტერესებულ მხარეებს პროგრამების განხორციელებაში უწევს.
width=479
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ფინანსური განათლების გაღრმავება როგორც სტაბილური ეკონომიკის ფაქტორი; ფინანსური განათლება სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეებისთვის; ფინანსური განათლება მეწარმეებისათვის; ინტერაქტიული შესაძლებლობები. ასევე, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელების საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა.

დატოვე კომენტარი