საინტერესო ფაქტები ფულზე მთელი მსოფლიოდან

image

ფული თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკის საფუძველია. გადახდის ამ ინსტრუმენტის განვითარებისა და გარდაქმნის პერიოდში დაგროვდა უამრავი საინტერესო ფაქტი, რაც ფულს უჩვეულო სახით წარმოაჩენს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღემდე გვხვდება ფულადი ერთეულების ყველაზე დაუჯერებელი ექვივალენტები. კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე დაგროვდა საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ბევრი სიახლე გავიგოთ ფულის შესახებ და შევიცვალოთ დამოკიდებულება კეთილდღეობის ამ სიმბოლოს მიმართ.
მიმოქცევაში არსებული აშშ დოლარის საერთო რაოდენობა შეადგენს 829 მლრდ-ს.
მსოფლიოს ყველაზე ძველი ბანკი არის - BancaMontedeiPaschidiSiena, რომელიც დაფუძნდა 1472 წელს და მდებარეობს იტალიაში. 
100$-იანი კუპიურის «სიცოცხლის» საშუალო ხანგრძლივობა არის დაახლოებით 89 თვე.
ერთად-ერთი ქალბატონი, რომელსაც პატივად ერგო მისი პროტრეტი ყოფილიყო აშშ-ს ფულის კუპიურებზე არის - მარტა ვაშინგტონი. 
დოლარის ყველაზე მსხვილი კუპიურა გამოშვებულ იქნა 1934 წელს, მისი ნომინალი შეადგენდა 100000$-ს, ის გამოიყენებოდა უშუალოდ საბანკო ოპერაციებისთვის.
ყოველი ბანკნოტი გათვლილია 4 ათას ორმაგ გაკეცვაზე.
100$-იანი კუპიურებით შეკრებილი 1 მლნ იწონის 10 კგ-ს, ერთ ცენტიანებით შეგროვებული – 246 ტონას.
დედამიწის მოსახლეობის მესამედი დღე-რამეში ხარჯავს არანაკლებ 2$-ს, 1,2 მლრდ-ს. ადამიანი 1$-ზე ნაკლებს. 
პირველი ქაღალდის ფული გაჩნდა ჩინეთში.
Forbes-ის მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა საშუალოდ მიაღწიეს 60 წლის ასაკს. 
1865 წელს, აშშ-ს ვალუტის ბრუნვაში არსებული მესამედი ყალბი იყო.
მე-XVIII საუკუნემდე შვედეთში გამოიყნებოდა სპილენძის ფული, რომელიც იწონიდა დაახლოებით 20 კგ-ს.
პიველი კრედიტი გაიცა აშშ-ში 1937 წელს, ხოლო 1939 წელს გაჩნდა პირველი ბანკომატი. 
ყველაზე ძვირფას მონეტად ითვლება ძველბერძნული დეკადრაჰმა, რომელიც ციურიხის აუქციონზე გაიყიდა 314 ათას დოლარად. 

დატოვე კომენტარი