მომხმარებელთა ჩივილის შემდეგ Instagram უახლეს პუბლიკაციებს მიანიჭებს უპირატესობას

image

მომხმარებელთა ჩივილის შემდეგ Instagram უახლეს პუბლიკაციებს მიანიჭებს უპირატესობას

Instagram მრავალი მომხმარებლის სურვილს პასუხობს: იგი ისევ უბრუნდება უახლესი პუბლიკაციების უპირატესობას.

ხუთშაბათს Facebook-ის კუთვნილმა ფოტო-აპლიკაციამ გამოაცხადა, რომ ახალი პუბლიკაციები ფიდის სათავეში აღმოჩნდება.

მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ Instagram-ის სიახლეების გამოქვეყნებას არაქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

Instagram-მა თავისი ალგორითმი შეცვალა 2016 წელს და აჩვენებდა კონტენტს, რომელიც, მათი აზრით, მომხმარებლებისთვის „უფრო საინტერესო“ იქნებოდა, იმის ნაცვლად, რომ ქრონოლოგიური თანმიმდევრობა დაეცვა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სურათი შეიძლება ფიდის სათავეში აღმოჩენილიყო.

„ამ ცვლილებებით თქვენი ფიდი მუდმივად განახლებული იქნება და თქვენ არ გამოტოვებთ მომენტს, რომელიც გაინტერესებთ“, - ეწერა კომპანიის ბლოგში.

Instagram-ის წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ „ძალიან ძველი კონტენტი“ აღარ გამოჩნდება ფიდის სათავეში.

თუმცა Instagram-ის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ ეს არ არის ქრონოლოგიურ ფიდთან დაბრუნება, არც ის მეთოდი, რომლის ტესტირებას ისინი ახორციელებენ.

სოციალური მედიის აპლიკაცია Vero წინა თვეში ვირუსულად გავრცელდა, ვინაიდან კონტენტს გამოქვეყნების თარიღის მიხედვით აჩვენებდა - Instagram-ისგან განსხვავებით. ის ასევე მომხმარებლებს მოეწონა რეკლამის არარსებობის გამო.

2016 წელს Instagram-მა გაამართლა ფიდის ცვლილებები იმით, რომ მომხმარებლები თავის ფიდებში ვერ ხედავენ პუბლიკაციათა 70%-ს.

„სურათებისა და ვიდეორგოლების თანმიმდევრობა თქვენს ფიდში დაეყრდნობა იმ ალბათობას, რომ თქვენ დაინტერესებული იქნებით მისი შინაარსით, ასევე თქვენს ურთიერთობას მის ავტორთან და გამოქვეყნების დროს“, - დაიწერა მაშინ Instagram-ის ბლოგში. „ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რიგის ოპტიმიზაციას - ყველა პუბლიკაცია იქნება ფიდში, მაგრამ სხვა თანმიმდევრობით“.

ხუთშაბათს კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ ახორციელებს „ახალი პუბლიკაციების“ ღილაკის ტესტირებას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თითონ განაახლონ ფიდი.

უახლოესი თვეების განმავლობაში კომპანია, განცხადების თანახმად, განაახლებს ფიდს.

ცოტა ხნით ადრე Instagram-მა ასევე წარმოადგინა ახალი ფუნქცია, რომელიც შესაძლებელს ხდის ჰეშტეგებისა და პროფილის ბმულების დამატებას მომხმარებლის ბიოგრაფიაში. ამავე დროს კომპანიამ გააფართოვა თავისი გაყიდვები Instagram-ის საშუალებით რვა დამატებით ქვეყანაში, კანადის, ბრაზილიის და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით.

დატოვე კომენტარი