როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Facebook გატყობინებთ, რომ თქვენი მონაცემები გამოიყენა Cambridge Analytica-მ

image

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Facebook გატყობინებთ, რომ თქვენი მონაცემები გამოიყენა Cambridge Analytica-მ

Facebook-მა განაცხადა, რომ ორშაბათს ხელმისაწვდომს გახდის ბმულს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაიგონ, თუ მოხვდნენ ისინი Facebook-ის იმ 87 მილიონ წევრს შორის, ვისი მონაცემებიც Cambridge Analytica-მ არაკეთილსინდისიერად შეაგროვა. პოლიტიკური მონაცემების ფირმას ბრალი ედება კერძო სოციალური მედიის მონაცემების გამოყენებაში საკუთარ საქმიანობაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2016 წლის კამპანიის მხარდასაჭერად.

შემთხვევითი არაა, რომ Facebook-მა გამოავლინა თავისი შეტყობინებების გეგმა, როდესაც გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ემზადებოდა კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემისთვის იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა მომხმარებელთა მონაცემების გამოყენება ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანის მიზნით. კომპანიამ მრავალჯერ აღიარა ბრალი და განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, აღმოფხვრას კონფიდენციალობის დარღვევა, თუმცა ის ამას დარღვევას არ უწოდებს. მონაცემები არ იყო გატეხილი ან გაჟონილი; ინფორმაცია შეაგროვა მესამე მხარის აპლიკაციამ პიროვნების ტესტისთვის, რომელიც შეიქმნა მკვლევარის მიერ. დაახლოებით 270 000 Facebook-ის მომხმარებელმა მიიღო ამ ტესტში მონაწილეობა და თანხმობა განაცხადა მათი მონაცემების შეგროვებაზე. Facebook-ის გამოყენების იმდროინდელი პირობების თანახმად, აპლიკაციას ასევე შეეძლო მომხმარებელთა მეგობრების მონაცემების შეგროვებაც. მკვლევარმა შემდგომში Cambridge Analytica-ს დაუმუშავებელი მონაცემები გადასცა.

Facebook-მა ასევე განაცხადა კვლევითი ინიციატივის შესახებ, რომ გაიგოს სოციალური მედიის როლი არჩევნებში. მაგრამ არის თუ არა კომპანიის გამჭვირვალობის სურვილის მოტივაცია გამოწვეული საზოგადოების რეაქციით, თუ არა, ის წამოსწევს ერთ მნიშვნელოვან კითხვას: რა უნდა მოიმოქმედონ მომხმარებლებმა, თუ თავი უბედურ 87 მილიონს შორის აღმოაჩინეს?

ზუსტად ეს შეკითხვა დავუსვით რამდენიმე ექსპერტს.

1.      გაბრაზდეთ (უფრო მეტად) და მოითხოვოთ უჩინარობის უფლება.

ცოდნა, რომ თქვენი ინფორმაცია იყო გამოყენებული, „პრაქტიკულად არაფერს გაძლევთ, ვინაიდან თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძიათ, გაბრაზების გარდა“, ამბობს სერჟ ეგელმანი, კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის ფილიალის კომპიუტერული მეცნიერების ინსტიტუტის გამოყენებითი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის ჯგუფის კვლევის დირექტორი. თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გადაამისამართებთ თქვენს ბრაზს ცვლილებებზე, ამატებს იგი.

როგორც კი ხდება ინფორმაციის გამოშვება, მისი დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ევროკავშირში მოქმედებს კონფიდენციალობის უფრო მკაცრი წესები, რომლებიც ნებისმიერს საშუალებას მისცემდნენ, მოეთხოვათ შეგროვილი მონაცემების წაშლა. თუმცა ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება, მაგრამ ხელს უშლის მონაცემების შემდგომ გამოყენებას. რა თქმა უნდა, პროცესი გულისხმობს, რომ მომხმარებლებს შეუძლია მათი მონაცემების მიმღების იდენტიფიცირება, და ამ შემთხვევაშიც კი, მათ უბრალოდ უნდა დაიჯერონ, რომ კომპანიებმა ნამდვილად ყველაფერი წაშალეს.

ეგელმანმა თქვა, რომ ანალოგიური უფლებები აშშ-ში დაეხმარებოდა კომპანიებს გაცნობიერებაში, როგორ იყენებენ პირად მონაცემებს, განსაკუთრებით, აქტიური გამოყენების შემთხვევაში. მაგრამ, დაამატა მან, „ეს ჯერ კიდევ არ ეხება ფუნდამენტურ პრობლემებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კერძოდ კი იმას, რომ ზარალი უკვე მიყენებულია და მონაცემები, პირველ რიგში, არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული Cambridge Analytica-თვის“.

ეგელმანი ამბობს, რომ ეს არის რეგულირების პრობლემა: „თუ Facebook შეეჯახება პასუხისმგებლობას პირად მონაცემთა არასათანადო ერთობლივი გამოყენებისთვის საეჭვო მესამე მხარესთან ერთად, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, შეზღუდონ Cambridge Analytica-ს მსგავსი კომპანიების მიერ მათი პლატფორმის გამოყენება (ან, ყოველ შემთხვევაში, ექნებათ მოტივაცია, რომ გაიგონ, როგორ იყენებენ ეს კომპანიები გაზიარებულ მონაცემებს)“.

2.      ყურადღება მიაქციეთ პარამეტრებს

ბოლო დრომდე ორი უარესი რამ, რაც ემუქრებოდა მომხმარებელს ინტერნეტში, იყო პირადი მონაცემების მოპარვა და თაღლითობა. მაგრამ ადამიანები ასევე ცდილობენ, რაღაცა მოგვყიდონ, ამისთვის კი მონაცემებს აგროვებენ. ისინი აკვირდებიან ჩვენს ონლაინ-მოქმედებებს და ცდილობენ ფულის გაკეთებას ჩვენს კონკრეტულ ინტერესებზე მიზანში ამოღებით. თუ თქვენ ატარებთ დროს ფეხსაცმლის შერჩევაში Zappos-ზე, თქვენ, დიდი ალბათობით, ნახავთ Zappos ფეხსაცმლის რეკლამას Facebook-ის მოგვიანებით გახსნის დროს.

იდეამ, რომ ჩვენი პირადი ინფორმაცია იყო გამოყენებული არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად, ეს ყველაფერი შემდეგ დონეზე აიყვანა. ამიტომაც გახდა Cambridge Analytica-ს სკანდალი უფრო აღმაშფოთებელი. ის აფართოებს ჩვენს კოლექტიურ წარმოსახვას იქამდე, რომ ვიკითხოთ, კიდევ რა არის შესაძლებელი, თუ და როდესაც ჩვენი, ერთი შეხედვით, უვნებელი ინფორმაცია მოხვდება უცხო ხელში.

„ამან შეიძლება დადებითი შედეგი გამოიღოს“, - თქვა მარი სმითმა, Facebook-ის მარკეტინგის ექსპერტმა. „არ ჩავარდეთ პანიკაში, მაგრამ იყავით გაცნობიერებული“, - უთხრა მან HuffPost-ს.

ეს არის მომხმარებლებისთვის მანიშნებელი მომენტი, ასევე თქვა მან, და აღნიშნა, რომ „მომხმარებლებს შეუძლიათ და უნდა აიღონ საკუთარ მონაცემებზე კონტროლი“. ინფორმაცია, რომელიც შეაგროვა Cambridge Analytica-მ, იყო გაზიარებული თვით მომხმარებლების მიერ, ხაზი გაუსვა მან, ახლა კი დროა, მომხმარებლებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ, ჩაუღრმავდნენ კონფიდენციალობის პარამეტრებს და მოარგონ ისინი თავის სურვილებს“, - თქვა მან.

მაგრამ მაინც, ამ ეპიზოდმა განაახლა ღელვა ჩვენი ცხოვრების ფორმირებაში სოციალური მედიის როლის შესახებ. პარასკევს ჯერემი აშკენასმა, კომპიუტერულმა პროგრამისტმა, რომელმაც შექმნა CoffeeScript და LiveScript პროგრამირების ენები, აღმოაჩინა Facebook-ის რამდენიმე საპატენტო განაცხადი, რომელიც მიანიშნებს, რა შესაძლებლობები საიტს შეიძლება უნდოდეს ან არ უნდოდეს, რომ განავითაროს. მან აღმოაჩინა აპლიკაცია „ბიზნესის შესახებ ინფორმაციის გენერირებისთვის სასიგნალო მოწყობილობების გამოყენებით“, რის წყალობით Facebook-ს შეეძლო ჩაღრმავება და გადაწყვეტა, რა ინფორმაცია თქვენს შესახებ იქნება საინტერესო გარკვეული ბიზნესისთვის. რესტორნისთვის ეს შეიძლება იყოს „ალერგია საკვებ პროდუქტებზე და საყვარელი კერძები“. წიგნების მაღაზიისთვის „ბოლოს წაკითხული წიგნები“. სხვა საპატენტო განაცხადში Facebook მიუთითებს, რომ მას სურს გაგება, თუ როგორ შეიძლება თქვენი ადგილმდებარეობის დადგენა გამორთული GPS შემთხვევაში. სხვა სავარაუდო პატენტები დაეხმარება Facebook-ს, გაანალიზოს სიტყვები, რომლებსაც თქვენ იყენებთ პოლიტიკოსების აღწერის დროს, დააკვირდეს თქვენს სიახლოვეს მაღაზიებთან, რომელთა მიმართ იჩენდით ინტერესს,  შეინახოს ადამიანების სია, რომლებსაც იცნობთ ან გაქვთ რაიმე კავშირი. ზოგიერთი უბრალოდ დაეხმარება Facebook-ს, „გაგიცნოთ“ უკეთესად საკუთარი დასკვნების საფუძველზე, და არა თქვენი მოქმედებების საშუალებით.

3.      გაიგეთ კონფიდენციალობის პოლიტიკა და შეწყვიტეთ მისი ბრმად მიღება

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არავინ გთხოვთ სოციალური მედიის პროფილში თქვენს შესახებ სრული ინფორმაციის გაზიარებს, ასე რომ, ნუ გააზიარებთ. თქვენ უნდა გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც გაურთულებს ინფორმაციის მაძიებლებს მონაცემების შეგროვებას, თქვა ტერეზა პეიტონმა, ეროვნული კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა და ახლა საკუთარ კიბერუსაფრთხოების კომპანიას მართავს.

შეწყვიტეთ ბრმად კონფიდენციალობის პოლიტიკის მიღება აპლიკაციების და მესამე მხარის ფუნქციების ჩართვისას, და გახსოვდეთ, რომ უფასო სერვისები ხშირად ასეთი არ არის: თქვენ იხდით მათ საფასურს საკუთარი ინფორმაციით, თქვა იაკუბ კოკოშკამ, Usecrypt-ის, უსაფრთხოების რვა დონის მქონე კონფიდენციალობის სერვისის მმართველმა დირექტორმა.

მაგრამ კონფიდენციალობის პოლიტიკის წაკითხვა, ვიცით, ძალიან რთულია და ხშირად გამიზნულად ძალიან ორაზროვანია, თქვა ეგელმანმა, ვისმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ინფორმაცია „საერთოდ არ უმკლავდება გაცნობიერებული თანხმობის მიღწევას“, განუცხადა მან HuffPost-ს. მაგალითად, როდესაც თქვენი ტელეფონი მოითხოვს თქვენს თანხმობას თქვენი ადგილმდებარეობის გაზიარებაზე აპლიკაციისთვის, იქ არ არის მითითებული პირობები, რომელშიც ეს მონაცემები იქნება გადაცემული, ასევე იქნება თუ არა ეს ინფორმაცია გადაცემული მესამე მხარისთვის. „ცხადად აბსურდულია“ ფიქრი, რომ როდესაც მომხმარებლები აჭერენ „ვადასტურებ“ ღილაკს, მათ ნამდვილად ესმით მოთხოვნის ან კონტექსტი, ან მოსალოდნელი შედეგები, თქვა ეგელმანმა.

გადაწყვეტილება? უბრალოდ არ დაეთანხმოთ იმას, რაც არ გესმით!

4.      ნუ დაეყრდნობით Facebook-ს სიახლეებისთვის.

ვინმეს ახსოვს ფილმი „Wag the Dog“, რომელშიც ექიმმა და ჰოლივუდის პროდიუსერმა მოიგონეს  ომი, რომ დაემალათ პრეზიდენტის სექს-სკანდალი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე? ვის დასიზმრებია 2016 წლამდე ყალბი ახალი ამბები?

ყალბი ახალი ამბები არსებობს და მათი დიდი ნაწილი გავრცელდა Facebook-ის საშუალებით. პოლიტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტრამპმა არჩევნები მოიგო ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იმ ადგილებში, სადაც მეტ ადამიანს ჰქონდა ახალი ამბები გამოწერილი.

თუ მოხმარების დაბალი დონის მქონე კომპანიებს შეუძლიათ თქვენი მონაცემების გამოყენება იმისთვის, რომ შეცვალონ თქვენი აზროვნება და გავლენა მოახდინონ თქვენს არჩევანზე - და ცხადია, მათ ეს შეუძლიათ - მაშინ თქვენ არ უნდა ენდოთ Facebook-ის სიახლეებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას. დარწმუნდით, რომ თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელიც თქვენს გადაწყვეტილებებს იღებს.

დატოვე კომენტარი