როგორ დავზოგოთ ფული ავიაბილეთის შეძენისას

image

როგორ დავზოგოთ ფული ავიაბილეთის შეძენისას


თვითმფრინავიეს არის სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი. თუმცა ავიაგადაფრენა მოგზაურის ბიუჯეტიდან ლომის წილს ითხოვს.

ჩვენ ვიცით ავიაბილეთების იაფად შეძენისთვის რა არის საჭირო, ამიტომ, გვინდა გარკვეული რჩევები გაგიზიაროთ, რომლებიც დაგეხმარებათ ავიაბილეთის შეძენისას დაზოგოთ თანხა და მაქსიმალურად ისიამოვნოთ მოგზაურობით!

რაც უფრო ახლოს არის თქვენი გამგზავრების თარიღი, მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ ავიაბილეთი, ამიტომ მნიშვნელოვანია მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა.

რა საჭიროა დაგეგმვა? - ავიაკომპანიების უმრავლესობა აკვირდება მომხმარებელთა ქცევას და მათი მხრიდან გამოვლინდა, რომ ბევრი საქმიანი ადამიანი შეხვედრებს ხშირად ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში გეგმავს. რამდენადაც ავიაკომპანიების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში ორიენტირებულია სწორედ  მივლინებებზე, თქვენ შეგიძლიათ აქედან სარგებლის მიღება იმ შემთხვევაში, თუ გამგზავრებისთვის საჭირო ავიაბილეთებს მინიმუმ სამი კვირით ადრე მაინც დაჯავშნით.

aviabiletebis ონლაინ შეძენის დროს ფულის დასაზოგად მნიშვნელოვანი კვირის დღეების შერჩევა. მაგალითად, სამშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შიდა რეისები უფრო მეტად იაფი ღირს, ვიდრე ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ საქმიანი ადამიანები მივლინებებში მიდიან ორშაბათს დილით და ბრუნდებიან ხუთშაბათს საღამოს.

კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი იაფი ავიაბილეთის ძიებისას, არის დღე-ღამის მონაკვეთი. "მკვდარი დრო" შეიძლება ვარირებდეს მარშრუტიდან გამომდინარე: ადრე დილა და გვიანი საღამო ტურისტული მოგზაურობისთვის ყველაზე შესაფერისი დროა; საქმიანი მოგზაურობისთვის შესაფერისია შუა დღით მგზავრობა.

აქტიურ სეზონზე მოგზაურობა იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ და ავიაბილეთებზე თანხის დაზოგვაც ნაკლებად გამოგივათ. მოგზაურობა ყოველთვის იაფია მაშინ, როცა სხვები არ მოგზაურობენ. თუ ფინანსურ სახსრებში შეზღუდული ხართ, მაგრამ დასვენება ძალიან გინდათ, ზღვაზე გაემგზავრეთ სეზონის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ. გინდათ ახალი წელი სახლიდან შორს აღნიშნოთ? მაშინ ზუსტად 31 დეკემებრს გაფრინდით და ამ შემთხვევაში თანხასაც ნამდვლად დაზოგავთ და „ბონუსად“ მიიღებთ ბორტგამცილებლების გულახდილად კარგ განწყობას.
 
არ დაგავიწყდეთ გადაფრენის თარიღებთან "თამაში". ძალიან ხშირად მომდევნო თარიღებში ავიაბილეთები შედარებით იაფი ღირს.

ბილეთი აუცილებლად უნდა შეიძინოთ ორივე მიმართულებით, რადგან ავიაკომპანიები ყოველთვის ცდილობენ რეისების დაკომპლექტებას, სწორედ აქედან გამომდინარეობს ავიაბილეთის ფასი ერთი ან ორივე მიმართულებით.

ყურადღება მიაქციეთ აქციებს. მაგალითად ავიაკომპანიებს ხშირად აქვთ საშემოდგომო ამოყიდვები, როცა სეზონი მთავრდება. ამ მომენტების გამოყენება ძალიან სასარგებლოა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ გზით შეძენილ ავიაბილეთებს აქვთ სპეციალური სატარიფო პირობები, მაგალითად: გადახდილ თანხას უკან არ გიბრუნებენ, ან ნაწილობრივ გიბრუნებენ, შეზღუდულია ბარგის რაოდენობა და ა.შ.

მოიძიეთ ე.წ. „Low cost“ ავიაკომპანიების შეთავაზებები - ეს არის ბიუჯეტური ავიაკომპანიები, რომლებიც ყველაზე დაბალ ფასს გვთავაზობენ, თუმცა ამას აკეთებენ მგზავრების მომსახურების პირობების შეზღუდვით, როგორიცაა საკვები და გართობა ბორტზე, დაზღვევა, ბარგის რაოდენობა და ა.შ. ამ და სხვა მომსახურებებში დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ.

ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ ჩარტერული რეისები - ეს არის არარეგულარული ავიარესები, რომლებიც სრულდება კონკრეტული დამკვეთისთვის. ყველაზე ხშირად დამკვეთი არის ტურ-სააგენტო. ანუ ჩარტერული რეისები ხორციელდება პოპულარული ტურისტული მიმართულებებით და მათზე ავიაბილეთის შეძენა ტურ-პაკეტის გარეშე საკმაოდ რთულია.

სამოგზაუროდ წასვლამდე აუცილებლად გაარკვიეთ იმ ქვეყნის ვალუტის შეძენის პირობები, სადაც მიემგზავრებით, რადგან ადგილზე ჩასვლისას შესაძლოა კურსი მაღალი იყოს, ან მისი შეძენა საერთოდ გაგირთულდეთ. შესაბამისად, ეს საკითხიც წინასწარ უნდა მოაგვაროთ მგზავრობის ან მოგზაურობის დროს დისკომფორტი რომ არ შეგექმნათ. იაფი ავიაბილეთების ონლაინ შეძენის პარალელურად შეგიძლიათ მოიძიოთ ყველაზე ხელსაყრელი ვალუტის კურსი, დაიანგარიშოთ რა რაოდენობით გჭირდებათ კონკრეტული უცხოური ვალუტა და ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად განახორციელოთ ვალუტის კონვერტაცია.

ახლა თქვენ უკვე იცით როგორ დაზოგოთ ავიაბილეთების შეძენისას თანხა და ასევე როგორ მოიძიოთ და დააკონვერტიროთ უცხოური ვალუტა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში. იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები სასარგებლო იქნება თქვენთვის და წარმატებით გამოიყენებთ პრაქტიკაში.

მშვიდობიან ფრენას და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!


დატოვე კომენტარი