ბოლო ერთ წელში ლარში გაცემული სესხები 2.8 მილიარდით გაიზარდა

image

მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 260 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 132 მლნ დოლარით გაიზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 22.4 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. აქედან, 10 მილიარდი ლარშია გაცემული. 

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 467 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.1%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 60.8% იყო.

დატოვე კომენტარი