მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ორ დღეში $9 მილიარდით გაიზარდა

image

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მოგება ორ დღეში $9 მილიარდით გაიზარდა. ამის შესახებ პარასკევს, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშში ვკითხულობთ. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. 

შედეგად Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონებამ $130.2 მილიარდი შეადგინა. 

მარტის ბოლოს ბეზოსის ქონების ღირებულების საბაზრო ფასი მოულოდნელად დონალდ ტრამპსა და ჯეფ ბეზოსს შორის არსებული უთანხმოების და საგადასახადო რეფორმის გამო დაეცა. 

Amazon-ი მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ონლაინ კომპანიაა. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა კონცერნი კანადაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ევროპაში ოპერირებს. 

დატოვე კომენტარი