რა ოდენობის სესხის აღება შეეძლებათ თვითდასაქმებულებს?

image

ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხევითაც კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ. საუბარია ძირითადად თვითდასაქმებულებზე, როგორებიცაა: ტაქსი, რეპეტიტორი, ძიძა, პროფილაქტიკის ხელოსანი, დალაქი/სალონის ხელოსანი, გზავნილები.

სანამ ამ სფეროში მომუშავე პირებზე საფინანსო ინსტიტუტები სესხებს გასცემენ მათი ფინანსური მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. თუმცა, შესწავლის შემდეგაც განსაზღვრულია სესხის ზედა ზღვრები, რომელთა გაცემაც ამ პროფესიის ადამიანებზე "სასურველია" არ მოხდეს. 

სამუშაო დოკუმენტში წერია, რომ სხვადასხვა შემთხვევაში "სასურველია" სესხი არ აღემატებოდეს 6 000 ლარს:

 - ტაქსი - სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 6000 ლარს;

 - რეპეტიტორი - სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 6000 ლარს;

 - პროფილაქტიკის ხელოსანი - სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 6000 ლარს;

 - ძიძა - სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 2000 ლარს; 

 - დალაქი / სალონის ხელოსანი - სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 3500 ლარს;

 - გზავნილები - სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 2000 ლარს. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს დადგენილ ზღვრებს დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული.

დატოვე კომენტარი