რა შემთხვევაში მიიღებს მსესხებელი დაბალპროცენტიან სესხს

image

„თუ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლა/შეფასება მოხდება, ის გაცილებით დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს ", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

„თუ მსესხებლის გადმხდელუნარიანობის შესწავლა მოხდება, ასეთი მსესხებელი გაცილებით დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს.

შესაბამისად, სარგებელი იქნება ორმხრივი - ბანკსაც აღარ ექნება ის რისკი, რომ შესაძლოა, დადეფოლტება მოხდეს და მსესხებელსაც არ ექნება რისკი, რომ შემოსავლის შეფასების გარეშე, მაღალპროცენტად მიღებულ სესხს ვერ მოემსახურება და უარყოფით სტატუსს მიიღებს საკრედიტო ბიუროში. 

ამავე დროს, იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ასეთი ზომები მიიღეს, აჩვენებს, რომ იმ ხალხმა, რომელთა გადამხდელუნარიანობის შესწავლაც მოხდა, სესხების მიღება უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით შეძლეს,“-განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისიდან ბანკებს კლიენტების გადამხდელუნარიანობისსრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემას უკრძალავს. ახალი წესით, ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. გარდა ამისა, მზადდება დამატებით რეგულაციები თვითდასაქმებულებისთვის.

დატოვე კომენტარი