2018 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა ისრაელიდან გადმოირიცხა

image

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (51 პროცენტით) 

2018 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.0 პროცენტით გაიზარდა და 131.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 
ასევე მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილმა (31.3 პროცენტით), რაც ძირითადად იტალიიდან (39.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (19.0პროცენტით) და გერმანიიდან (36.0 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.

გზავნილების მატება დაფიქსირდა ესპანეთიდან და საფრანგეთიდან.

დატოვე კომენტარი