18 წლის მილიონერი, რომელიც BITCOIN-ით გამდიდრდა

image

,,პირველად ბიტკოინი 12 წლის ასაკში შევიძინე, ამის შესაძლებლობა ბებიაჩემმა მომცა, რომელმაც $1000-ს ოდენობის ჩეკი გამომიწერა, რომელიც ჩემი სწავლის გადასახადისთვის უნდა შემენახა, ამის ნაცვლად მე ბიტკოინი ვიყიდე' - ამბობს ერიკ ფინმანი. მისი თქმით, პირველად როდესაც ტრანზაქცია განახორციელა ერთი ბიტკოინი 10-12 დოლარი ღირდა. ამიტომ დაახლოებით 100 ბიტკოინის შეძენა შეძლო.

ხშირი ვაჭრობისა და უამრავი ოპერაციის განხორციელების შემდეგ ის ახლა 401 ბიტკოინს ფლობს, რომელთა ჯამური ღირებულებაც $5 მილიონს აღწევს. მიუხედავად ამისა, ის დიდი მხარდამჭერი არაა კრიპტოვალუტების და კონკრეტულად ბიტკოინის, რადგან მისი თქმით, მის გამომუშვებას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, რაც დედამიწის დაბინძურებას იწვევს. მეტიც, მისი თქმით, ხვალ რომ მთელი მსოფლიო ბიტკოინის მოხმარებაზე გადავიდეს, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს დიდი რაოდენობით ფულს. 

ერიკ ფინმანის თქმით, ბიტკოინის გარდა გამოსადეგია Ripple, რომელიც ცენტრალიზებულია, Etherium, რომელიც ნახევრად ცენტრალიზებულია, თუმცა შეიცავს საინტერესო ტექნოლოგიურ ელემენტებს, Litecoin, ასევე Monero, რომელიც მისი თქმით, მთლიანად პირადულია და მონაცემები კარგადაა დაცული. ერიკი ამბობს, რომ 
კრიპტოვალუტების მთავარი დადებითი თვისება მისი განცალკევებით ყოფნაა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისგან, რადგან მისი წაღება და გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ.

"სწორედ ამიტომაა ის წარმატებული ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური არეულობაა. ისეთ ადგილას, მაგალითად, როგორიცაა ზიმბაბვე ან ვენესუელა მისი განადგურება შუძლებელია.' აცხადებს ახალგაზრდა მილიონერი.  "შენ შეგიძლია უბრალოდ იმოგზაურო და მთელი შენი სიმდიდრე თან ატარო'. ერიკი ასევე ამბობს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებობა ახალი ფინანსური ერის დასაწყისის. 

დატოვე კომენტარი