ახალი რეგულაციებით ბანკები კომპეტენციის განვითარებას შეძლებენ

image

საბანკო სექტორიც შეძლებს თავისი კომპეტენციის განვითარებას ახალი რეგულაციების ფარგლებში”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადამხდელუნარიანობის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის შეზღუდვა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემას მოაგვარებს. 

„მე ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთე და აქედან გამომდიანრე ჩვენ მივესალმებით ეროვნული ბანკის ინიციატივას, ჩვენ გვქონდა ამავე დროს შეხვედრები კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდს, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ცვლილებებით იქნება სავსე ჩვენ გავივლით ისე, რომ საბანკო სექტორიც შეძლებს თავისი კომპეტენციის განვითარებას ახალი რეგულაციების ფარგლებში და ამავე დროს ჩვენ მივიღებთ ისეთ გარემოს, სადაც ჭარბვალიანობის შემცირების მნიშვნელოვანი გარანტიები გვექნება, -ამბობს მინისტრი.

დატოვე კომენტარი