აპრილში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა

image

საქსტატის მონაცემებით, აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში -0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2.5 პროცენტი დაფიქსირდა.

აპრილში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0.4 % ით გაიაფდა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3,1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1,4 პროცენტი), თევზეული (-1,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (3,7 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმელზე (-1,4 პროცენტი), ისე ფეხსაცმელზე (-1,1 პროცენტი).

ტრანსპორტი: ფასები შემცირებულია 0,4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0,04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0,5 პროცენტი).

დატოვე კომენტარი