მიხეილ ჯანელიძე: ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენს

image

“მინდა მივულოცო ქუთაისს და ყველა ქუთაისელს დღევანდელი დღე. ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენს. ადგილობრივ ხელისუფლებას და ცენტრალურ ხელისუფლებას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ახალი პროექტი აქვს დაგეგმილი და ეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და ენერგიას ამ ქალაქს” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “გვირილობის” ზეიმზე მსვლელობისას განაცხადა.

“გვირილობის” ზეიმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

“გვირილობის” ზეიმი სათავეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება. ​

დატოვე კომენტარი