საქართველოში ელექტრო ავტობუსების წარმოების დაფინანსებას ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს

image

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ელექტრო ავტობუსების წარმოების დაფინანსებას გეგმავს. 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განუცხადა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება, ე.წ. მარშრუტკების ჩანაცვლება უფრო თანამედროვე ტრანსპორტით, მათ შორის ელექტრო ავტობუსებით, არ ნიშნავს მხოლოდ ავტობუსების იმპორტს, არამედ საქართველოში მათ წარმოებასაც, – აღნიშნა ჰუდაკმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკში ვარაუდობენ, რომ საქართველოში წარმოებული ავტობუსების ექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერის კუთხით საფინანსო ინსტიტუტი ჯამში დაახლოებით 100 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს.

„თანხის დიდი ნაწილი მეტროს მოდერნიზებას მოხმარდება, მათ შორის ახალ ვაგონებს და მოწყობილობას მეტროსთვის, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

დატოვე კომენტარი