ილონ მასკი საკონდიტრო ფაბრიკას ხსნის

image

Tesla-ს და SpaceX-ის დამაარსებლის ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის საკონდიტრო ბიზნესს იწყებს.

"მე საკონდიტრო ფაბრიკას ვხსნი"- წერს ბიზნესმენი Twitter-ზე და აგრეთვე თავის გამომწერებს ჰკითხა, თუ როგორი ტკბილეულით დაინტერესდებოდნენ ისინი.

მაისის დასაწყისში კომპანია Tesla-ში, რომელიც ელექტრომობილებს აწარმოებს, განაცხადეს, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში 709,6 მილიონი დოლარი იზარალეს. ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი დანაკარგია.

Tesla-ს და SpaceX-ის გარდა ილონ მასკი Boring Company-ს მფლობელია, რომელიც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკს შორის გვირაბს აშენებს.

დატოვე კომენტარი