ბანკების მიმართ დავალიანება სწრაფი ტემპით იზრდება

image

„ქვეყანაშისესხის გამცემი ყველა დაწესებულება, რომელიც ახდენს მოსახლეობაზე სესხის გაცემას, უნდა გაითვალისწინოს და შეისწავლოს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა, მისი გადახდისუნარიანობა და ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოახდინოს დაკრედიტება“, - ასე ხსნის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია BMG-სთან ინტერვიუში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპს. მისი თქმით, ბოლო წლებში კურსის ცვლილების გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხის გადახდა გაუჭირდა, რადგან საბანკო სექტორში კვლავ მაღალია დოლარიზაციის მჩვენებელი. მოსახლეობის მხრიდან დავალიანების ზრდას კიკორია ტექნოლოგიურ განვითარებასაც უკავშირებს, კერძოდ კი ონლაინ კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. 

"ჩვენთვის ყველაზე ყურადსაღები იყო და არის არა მარტო დავალიანების მოცულობა, არამედ ზრდის ტემპი, თუ რა ტემპით იზრდება დავალიანება ბანკების მიმართ“, - ამბობს კიკორია. მისივე თქმით, ყველა თანხმდება, რომ დავალიანება სწრაფი ტემპით იზრდება. 

" ამ ზრდის ტემპიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ ჩავატარეთ ძალიან სერიოზული კვლევა და ანალიზი. კერძოდ, ყველა ID ბარათის ნომრის მიხედვით, ყველა მოქმედ კომერციულ ბანკში და მსხვილ საკრედიტო ორგანიზაციებში, რომელიც ბაზრის 90%-ზე მეტს წარმოადგენენ. დავაკვირდით კვარტლების მიხედვით საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც დავალიანება გააჩნია ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიმართ. ამ კვლევამ აჩვენა, რომ არის ძალიან მაღალი ტემპი, ერთის მხრივ ეკონომიკის ზრდასთან შედარებით და მეორეს მხრივ, უნდა დაგვენახა პრობლემა სად არის ფინანსური სექტრისთვის. პრობლემა აქვს დაბალშემოსავლიან და მაღალი ვალის ტვირთის მქონე ადამიანებს. ერთის მხრივ სწორედ ეს არის ჩვენი განცხადების საფუძველი, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა რისკები შეიქმნას“, - ამბობს კიკორია.

დატოვე კომენტარი