ეროვნული ბანკის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8 % ით გაიზრდება

image

ეროვნული ბანკმა ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის პრეზიდენტის განცხადებით, მათი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა წელს 4.5 % ის ნაცვლად 4.8 ით გაიზრდება.

რაც შეეხება ინფლაციას კობა გვენეტაძე ამბობს, რომ წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებლი მიზნობრივ 3 % იან ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. შეფასებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოკლე ვიდეო განმარტებაში წერია, რომელიც მაისის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" ერთვის.

"მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი და სხვა ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.

დატოვე კომენტარი